სარჩევი
Oscillators (ოსცილატორები) – სტატიაში განვიხილავთ ინდიკატორების ამ ჯგუფს. ვისაუბრებთ სატრენდო ინდიკატორებისგან, ოსცილატორების განმასხვავებელ ძირითად თავისებურებებზე და უპირატესობებზე. ტექნიკური ინდიკატორების უმრავლესობა, რომლებიც განვიხილეთ მიმდინარე სასწავლო კურსში არის – სატრენდო (ტრენდული) ინდიკატორები.
მათი ძირითადი დანიშნულებაა – განსაზღვრონ, ჩვენთვის საინტერესო საფინანსო ინსტრუმენტის ფასის დომინირებული ტენდენციები. ყველა სატრენდო ინდიკატორის ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის გარემოება, რომ ნებისმიერი მათგანი ჩამორჩება ფასს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი იძლევიან დაგვიანებულ სიგნალებს. რის გამოც, ტრეიდერი ბაზარზე შედის დაგვიანებით, ამის შედეგად ტრენდის მიმართულებით ფასის მოძრაობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე განვლილია. მხოლოდ სატრენდო ინდიკატორების გამოყენებას მივყავართ იმ სიტუაციამდე, როდესაც ან პოტენციური მოგების ნაწილი უკვე ხელიდან გაშვებულია, ან ბაზარზე შესვლა ხდება დიდი დაგვიანებით, ტრენდის შემობრუნებაზე, ან კორექციულ ტალღაზე.
ოსცილატორებს მიეკუთვნება ტექნიკური ანალიზის ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ტემპის ინდიკატორი, სტოჰასტიკური ოსცილატორი, უილიამსის პროცენტული დიაპაზონი და ძალის შედარებითი ინდექსი. აღნიშნულ ინდიკატორებს ვრცლად განვიხილავთ შემდეგ სტატიებში, ხოლო ამ სტატიაში ვისაუბრებთ ზოგად თვისებებზე, რომლებიც ახასიათებს ოსცილატორებს. ტენიკური ანალიზის ფარგლებში, ოსცილატორების გამოყენებისას ითვალისწინებენ მინიმუმ ორ ძირითად წესს, რომელთა შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
ძირითად ცნება, რომელსაც კავშირი აქვს ოსცილატორებთან, არის დივერგენცია – ფასის გრაფიკისა და ოსცილატორის გრაფიკის ქცევის შაბლონებს შორის განსხვავება. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ დივერგენცია არის სიტუაცია, როდესაც ოსცილატორი და ფასი მოძრაობს საპირისპირო მიმართულებით. დივერგენციამ შესაძლოა მიუთითოს იმაზე, რომ, ერთი რომელიმე მიმართულებით ფასის სწრაფი და მიზანმიმართული მოძრაობის მიუხედავად, ძალები, რომლებიც უზრუნველყოფენ ამ მოძრაობას, იწყებენ გამოფიტვას.
არსებობს დივერგენციის ორი სახეობა:
- უარყოფითი, დათვის შეუსაბამობა (negative bearish divergence);
- დადებითი, ხარის შეუსაბამობა (positive bullish divergence);
დათვის შეუსაბამობა ხდება მაშინ, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის ფასის გრაფიკი მიაღწევს ახალ მაქსიმუმს, ხოლო ოსცილატორი კი, ვერ აღწევს ახალ მაქსიმუმს. ასეთი სიტუაცია მიუთითებს მყიდველთა ძალების შესუსტებაზე და ახალი, დაღმავალი ტრენდის აღმოცენებაზე, ან მიმინუნ დაღმავალ კორექციაზე მაინც. ხარის შეუსაბამობა წარმოიშობა მაშინ, როდესაც ფასი მიაღწევს ახალ მინიმუმს, ხოლო ოსცილატორი ახალ მინიმალურ მნიშვნელობას ვერ აღწევს. ასეთი სიტუაცია მიუთითებს გამყიდველების ძალების შესუსტებაზე – ასეთ ვითარებაში შესაძლოა ახალი აღმავალი ტრენდის, ან როგორც მინიმუმ აღმავალი კორექციული მოძრაობის წამოშობა.
Oscillators (ოსცილატორები) არსი
თავისი არსით ოსცილატორები არიან გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის ინდიკატორები. თითოეულ ოსცილატორს გააჩნია თავისი დონეები (ზონები), რომლებიც მიუთითებენ ფინანსური აქტივის (ფორექსზე – ვალუტის) გაჯერებული გაყიდვისა და გაჯერებული ყიდვის მდგომარეობაზე.
შემდეგ სტატიებში განვიხილავთ რამდენიმე ოსცილატორს, მათი აგებისა და აგებულების თავისებურებებს და საკვანძო სავაჭრო სიგნალებს.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით