ადრე თუ გვიან ყველა ინტერნეტ ტრეიდერს უჩნდება ბუნებრივი შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორი საგადასახადო დაბეგვრის სისტემა არსებობს ფორექსზე საქმიანობით მიღებულ შემოსავალზე.
ამ თემას მინდა მხოლოდ ზედაპირულად შევეხო, და იმ საერთო წესის მიმოხლვით შემოვიფარგლო, რომელიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მოქმედებს. იმედია სტატია ზოგადი ინფორმაციულობისათვის საინტერესო იქნება.
ფორექსი მიეკუთვნება საფინანსო ბაზრებს, ისევე, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზარი (საფონდო ბირჟა). ერთი შეხედვით შესაძლებელია მოგვეჩვენოს, რომ დაბეგვრის პრინციპი ერთი და იგივე უნდა იყოს, თუმცა ეს, ესე არაა. ფასიანი ქაღალდი არის ფინანსური აქტივი და ყველა ნორმალური ქვეყნის კანონმდებლობაში მკაცრად არის გაწერილი ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი.
საგადასახადო დაბეგვრის თვალსაზრისით აღსანიშნავია შემდეგი. გადასახადის გადახდა ხდება მხოლოდ ფასიანი ქაღალდის გაყიდვის მომენტში, თანაც თუ ფასიანი ქაღალდების პაკეტის ღირებულების საერთო თანხა არ არის ცნობილი საგადასახადო ოფისისთვის, მაშინ გამყიდველი ვალდებულია თავად გადაიხადოს ფიზიკური სუბიექტისთვის განკუთვნილი ბეგარა და ჩააბაროს დეკლარაცია საგადასახადო ოფისს. თუ საგადასახადო ოფისისთვის ცნობილია ნაყიდი ფასიანი ქაღალდების პაკეტის საერთო ღირებულება, რომელიც ფიქსირებულია ამ პაკეტის გაყიდვამდე, მაშინ გამყიდველი, კლიენტის მაგივრად თავად იხდის ბეგარას და ვალდებულია შესაბამისი დოკუმენტი წარუდგინოს საგადასახადო ოფისს პირველივე მოთხოვნისთანავე.
როდესაც საუბარი ეხება ბირჟაზე ინტერნეტ ტრეიდერების საქმიანობას, ფასიანი ქაღალდების ყიდვა ხდება საპირისპირო ოპერაციის აუცილებელი განხორციელების ვალდებულებით, თანაც ოპერაციები ხდება ფასიანი ქაღალდების პაკეტის რეალური მიწოდების გარეშე. მაშასადამე ბროკერმა იცის ფინანსური აქტივის ყიდვის და გაყიდვის ფასი, ამიტომ სახელმწიფოს თვითონვე უნდა გადაუხადოს ბეგარა. ასეთი სისტემა მოქმედებს იმ ბროკერებთან, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან ღია კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში, მაგრამ სადილინგო ცენტრები, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან, ფინანსური საქმიანობის თვალსაზრისით დახურული საკონმდებლო ბაზის მქონე ქვეყნებში, მაგალითად ოფშორულ ზონებში, მაშინ ისინი, ტრეიდერის მაგივრად, არავითარ საგადასახადო დეკლარაციას, არავისთან არ წარადგენენ და ამ შემთხვევაში საგადასახადო ბეგარის გადახდის ტვირთი აწვება თავად ტრეიდერს.
როგორც ზემოთ ავღნიშნე, რა ხდება საქართველოში საგადასახადო კანონმდებლობის კუთხით ამ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია კონკრეტული ნიუანსების შესახებ ვერ მოვიძიე. ამიტომ ინტერნეტ ტრეიდერი ჩვეულებრივად დაიბეგრება – ჩვეულებრივი საშემოსავლო გადასახადით.
იმედი მაქვს და ვუსურვებ ამ საიტის ყველა მომხმარებელს, რომ ფორექსზე ვაჭრობის შედეგად გამოიმუშავონ მინიმუმ იმ რაოდენობის – მინიმალური თანხა, რომლის მიღების შემდეგაც მათ საგადასახადო დაბეგვრა შეეხება.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით