Technical indicator, ტექნიკური ინდიკატორები, Технические индикаторы

Technical indicator/ტექნიკური ინდიკატორები/Технические индикаторы

Technical indicator/ტექნიკური ინდიკატორები/Технические индикаторы – არის სავაჭრო ტერმინალის ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობით ხორციელდება ბაზრის ყოველმხრივი ანალიზი.

ტექნიკური ინდიკატორების გამოყენებით ხდება ტრენდის ცვლილების პროგნოზირება, იგივე – პერსპექტივაში ფორექსის ბაზარზე ფასთა ცვლილებების პროგნოზირება სავაჭრო მოცულობების გათვალისწინებით.

ფასთა პროგნოზირება ხორციელდება სიგნალების საფუძველზე, მათი მეშვეობით მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები პოზიციების გახსნისა და დახურვის შესახებ.

ტექნიკური ინდიკატორები ახორციელებენ ტრენდის ყველა არსებული პარამეტრის ანალიზს – მოძრაობის ძალა, ბაზრის მოცულობა, ფასის მოძრაობის მიმართულება. აგრეთვე, ტრეიდერის ნაცვლად ახორციელებენ მრავალი სახის მექანიკურ მოქმედებას, რის გამოც ბაზრის ანალიზი პრაქტიკულად ავომატიზირებული ხდება.

ამოცენებიდან გამომდინარე, რომელთა გადაწყვეტისათვისაც არიან შექმნილნი ესა თუ ის ტექნიკური ინდიკატორები პირობითად შესაძლებელია დავყოთ 3 ძირითად კატეგორიად:
  • ტრენდული ინდიკატორები – ამ ჯგუფში შედიან ის ინდიკატორები, რომლებიც მოცემულ მომენტში ახორციელებენ დომინირებული ტრენდის ანალიზს. როგორც წესი, ასეთმა პროგრამებმა უნდა განსაზღვრონ დროის არჩეულ მონაკვეთზე ფასის ზუსტი მიმართულება, აგრეთვე განსაზღვრონ ფასის შემობრუნების ალბათობის შესაძლებლობა. მაგალითად ტრენდის პროგნოზირების ინდიკატორი Xprofuter;
  • არხების ინდიკატორები – სავაჭრო გრაფიკზე არხების აგება შესაძლებელია ხელით, თუმცა არსებობს ისეთი პროგრემები, რომლებიც არხებს აგებენ ავტომატურ რეჟიმში. საჭიროა მხოლოდ საბაზო პარამეტრების შეყვანა, ყველაფერ დანარჩენს, ასეთი სახის ინდიკატორები თავად ახორციელებენ. მაგალითად ინდიკატორი Channel Forex;
  • დამხმარე ინდიკატორები – ამ ჯგუფში შედიან ტექნიკური ანალიზის ის ინსტრიუმენტები, რომელთა მეშვეობითაც ტრეიდერის მუშაობა ხდება მოსახერხებელი და უფრო ეფექტური. მაგალითად მნიშვნელოვანი სიახლეების ინდიკატორი, ან დივერგენციის მაჩვენებელი Moving Average Convergence/Divergence, MACD (მცოცავი საშუალოს კონვერგენცია/დივერგენცია, MACD; Схождение/Расхождение Скользящих Средних);

ზოგიერთ ინდიკატორს აქვს ხმოვანი სიგნალის გამოცემის ფუნქცია და ტრეიდერის მობილურ ტელეფონზე SMS-ის გაგზავნის ფუნქციაც კი, მაშინ როდესაც ინდიკატორი დააფიქსირებს, რომ ბაზარზე სიტუაციამ მიაღწია საჭირო პარამეტრებს.

პირადად ჩემი გადმოსახედიდან, ინდიკატორები კლასიფიცირდება 2 დიდ ჯგუფად:
  • სტანდარული ინდიკატორები – რომლებიც სავაჭრო ტერმინალის სტანდარტულ პაკეტშია და რომლებიც ფორექსის კლასიკას წარმოადგენენ, ამრიგად მათ ტრეიდერების უმრავლესობა ხმარობს და ამიტომ, ხმარების მასობრიობის გამო, მათი სიგნალები უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია;
  • არასტანდარტული ინდიკატორები – რომლებიც სხვადასხვა ტრეიდერი/ანალიტიკოსის მიერაა შექმნილი სპეციალურად ამა თუ იმ სტრატეგიისთვის, ან შესაბამისი საბაზრო მოთხოვნილებისავის. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ პრაქტიკულად ყველა ასეთი ეგზოტიკური ინდიკატორის ალგორითმი ეფუძნება მსგავსი ალგორითმის სტანდარტულ ინდიკატორს, ოღონდ ოდნავ, ან მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ სტანდარტული ინდიკატორების ქცევას, ბაზრის სტრატეგიული, მეთოდოლოგიური, ან ტაქტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებით;
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Take Profit, ტეიკ პროფიტი, Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит

Take Profit/ტეიკ პროფიტი/Тейк Профит – არის ბრძანება, რომლის ამოცანაა ღია პოზიციის მოგება დააფიქსიროს იმ დონეზე, …