საყრდენი წერტილები

საყრდენი წერტილები ფორექსზე

ყველა ტრეიდერი იყენებს ვაჭრობის საკუთარ, ან არჩეულ მეთოდს და სტრატეგიას, მაგრამ პრაქტიკულად ყოველი მათგანი ითვალისწინებს ისეთ ცნებას, როგორიცაა საყრდენი წერტილები.

ჩვენ შემთხვევაში საყრდენ წერტილად გვევლინება სავალუტო წყვილის საშუალო ფასი, დროის განხილულ მონაკვეთში. სწორედ იგი წარმოადგენს სავაჭრო პოზიციის მიმართულების არჩევანის გაკეთების ძირითად ორიენტირს.

ახალი პოზიციის გახსნისას, არ იქნება ზედმეტი თუ ტრენდის მიმართულების გარდა, აგრეთვე გაითვალისწინებთ უფრო გრძელვადიან პერიოდზე არსებულ ფასურ დონეს.

საშუალო ფასის ან საყრდენი წერტილის გამოთვლა ხდება ძალიან მარტივად.

ნებისმიერი ბარის ან იაპონური სანთლის განხილვისას, შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია მისი გახსნის, დახურვის, მაქსიმუმის და მინიმუმი ფასების შესახებ. ვინაიდან დახურვის ფასს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვიდრე გახსნის ფასს, ამიტომ საყრდენი წერტილის გამოთვლისას გამოვიყენებთ პირველს.

ზემოთაღნიშნული მონაცემების მიღებისათვის ტერმინალში, სავალუტო წყვილის გრაფიკზე, მაუსის კურსორი მიიტანეთ განსახილველ იაპონურ სანთელზე ან ბარზე და 1-2 წამის შემდეგ გამოისახება ყველა ჩემოთვლილი მაჩვენებელი.

გამოთვლის ფორმულა:

(მინიმალური ფასი + მაქსიმალური ფასი + დახურვის ფასი)/3 = საყრდენი წერტილი არჩეულ ტაიმფრეიმზე.

მაგალითად, სავალუტო წყვილი EUR/USD, ტაიმფრეიმი D1, მინიმუმი 1,3415, მაქსიმუმი 1,3577, დახურვა 1,3438.

მაშასადამე ფორმულის მიხედვით გამოდის:

(1,3415+1,3577+1,3438)/3=1,3477

ამრიგად, მივიღეთ განვლილი (გუშინდელი) დღის საყრდენი წერტილი. ეს მაჩვენებელი სასარგებლო იქნება ტრეიდერებისათვის, რომლებიც ახორციელებენ შიდადღიურ ვაჭრობას.

თუ, სავაჭრო ორდერის გახსნის მომენტში, ფასი იმყოფება საყრდენი წერტილის ქვემოთ და ბაზარზე აღმავალი ტრენდია, მაშინ ვფიქრობთ ყიდვის პოზიციის გახსნაზე. და პირიქით, თუ ფასი იმყოფება საყრდენი წერტილის ზემოთ და ბაზარზე დაღმავალი ტრენდია, მაშინ ვფიქრობთ გაყიდვის პოზიციის გახსნაზე.

ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საყრდენი წერტილი მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი სიგნალია, და ვაჭრობის ეფექტური ვაჭრობისათვის საჭიროა ტრენდის სხვა მახასიათებლების გათვალისწინებაც, როგორებიცაა: ტრენდის ძალა, მოძრაობის დინამიურობა, ფასური არხის სიგანე, ვოლატილობა და ა.შ.

საყრდენი წერტილების მონაცემები აღებული უნდა იქნას უფრო გრძელვადიანი ტაიმფრეიმებიდან – ეს არის გამოთვლის ძირითადი წესი.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

ასევე დაგაინტერესებთ:

ცრუ გარღვევები

ცრუ გარღვევები

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორექსის სტრატეგია არის ვაჭრობა გარღვევაზე. ასეთი სტრატეგიების მრავალი ნაირსახეობა არსებობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.