Technical analysis, ტექნიკური ანალიზი, Теханализ форекс

Technical analysis/ტექნიკური ანალიზი/Теханализ форекс

Technical analysis/ტექნიკური ანალიზი/Теханализ форекс – წარმოადგენს პროგნოზირების მეთოდს. გამოიყენება ფორექსის ბაზარზე მომავალი მოვლენების განსაზღვრისათვის – ფასის გრაფიკების, ფინანსური აქტივების ანალიზისა და ტექნიკური ინდიკატორების მეშვეობით.

ტექნიკური ანალიზი არის პერსპექტივაში ტრენდის მოძრაობის პროგნოზირების მეთოდი. იგი ხორციელდება უკვე მომხდარი ფასების ცვლილებების საფუძველზე – ე.წ. ისტორიული მონაცემების საფუძველზე. როგორც ცნობილია, ისტორიაში მომხდარ ნებისმიერ მოვლენას აქვს განმეორების თვისება. სწორედ ამ მახასიათებელზეა ბაზირებული ფორექსის ტექნიკური ანალიზის განხორციელების ძირითადი პრინციპი.

ტექნიკური ანალიზის საფუძველს წარმოადგენს – დროის მონაკვეთები და ტრენდის მოძრაობის გრაფიკები.

სწორედ რომ, ტრენდის გრაფიკების ტექანალიზი გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ მაქსიმალური წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ხდება მიმდინარე მომენტში ფორექსის ბაზარზე. ტრენდული მრუდის სახით გრაფიკზე გამოსახული სავალუტო წყვილის ფასი, ახასიათებს გარე და შიდა ფაქტორების მოქმედების რეზულტატს.

ტექნიკური ანალიზი საკმაოდ რთულია, ამიტომ დამწყები ტრეიდერისთვის მიზანშეწონილია აირჩიონ ტექანალიზის გარკვეული ერთი მიმართულება. ასეთი მიდგომა ყველაზე ეფექტურია, რადგან ერთი, გარკვეული მიმართულების საფუძვლიანად შესწავლა, ტრეიდინგში შემდგომი წარმატებული გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ფორექსზე ტექნიკური ანალიზის ჩატარების ყველაზე მარტივი სახეობაა ტექნიკური ინდიკატორების გამოყენება. სწორედ ეს მეთოდი იძლევა შესაძლებლობას, სავაჭრო პოზიციის გახსნისათვის მივიღოთ ზუსტი სიგნალები, ისე რომ, არ ჩავუღრმავდეთ რთული გამოთვლების თეორიას.

ამ სტატიაში წარმოდგენილია ტექნიკური ანალიზის მოკლე განმარტება. როგორც ავღნიშნეთ ტექანალიზი რთული და მრავლისმომცველი მიმართულებაა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ საიტის ორ რუბრიკაში – ტექნიკური ანალიზი (ფორექსის სწავლების კურსის ფარგლებში) და ტექნიკური ანალიზი (პრაქტიკული ტრეიდინგის თვალსაზრისით).

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Turnover, სავაჭრო ბრუნვა, Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот – არის, მოცემული დროის პერიოდის განმავლობაში ყველა სავაჭრო გარიგების მოცულობა.