Trading range, სავაჭრო დერეფანი, Торговый коридор

Trading range/სავაჭრო დერეფანი/Торговый коридор

Trading range/სავაჭრო დერეფანი/Торговый коридор – არის ფორექსზე სავალუტო წყვილის მოძრაობა – ფასების გარკვეულ დერეფანში.

ამ სიტუაციაში ქვედა ზღვარი წარმოიქმნება მხარდაჭერის დონის ხარჯზე, ხოლო ზედა ზღვარი გადის წინააღმდეგობის დონეზე.

სწორედ იმ სიტუაციას, რომლის დროსაც ფასის მოძრაობა ხდება წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის დონეებს შორის – უწოდებენ სავაჭრო დერეფანს. სხვაგვარად შესაძლებელია ვთქვათ, რომ ეს არის ფასის მოძრაობის დიაპაზონი პერიოდის გარკვეულ მონაკვეთში. ხშირად ამ დიაპაზონს ბაზრის ვოლატილობასაც უწოდებენ. გამოთვლა ხდება ფასის მაქსიმალური და მინიმალური მაჩვენებლების გათვალისწინებით, რომელიც დაფიქსირებული იქნა დროის მოცემულ მონაკვეთში.

წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ხაზები (წრფეები) გაივლება ფასის მინიმალურ და მაქსიმალურ წერტილებზე, რომლებიც ქმნიან ერთგვარ საზღვარს, რომელ ზონაშიც ხდება ტრენდის მოძრაობა.

ფორექსზე ვაჭრობისას ძნელია მკაფიოდ განსაზღვრული დერეფნის აგება, ფასი ხშირად არღვევს მის საზღვრებს და გადადის ახალ დონეზე.

რაც უფრო განიერია სავაჭრო დერეფანი, მით უფრო მეტია ფასის რხევის ამპლიტუდა. ასევე სავაჭრო დერეფნის სიგანე პირდაპირკავშირშია იმ დროის სავაჭრო პერიოდთან, რომლის ანალიზიც ხორციელდება. რაც უფრო დიდია ტაიმფრეიმი, მით უფრო განიერი იქნება ფასის დერეფანი. ზოგჯერ სავაჭრო დერეფანს ფასის არხსაც უწოდებენ.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

Turnover, სავაჭრო ბრუნვა, Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот

Turnover/სავაჭრო ბრუნვა/Торговый оборот – არის, მოცემული დროის პერიოდის განმავლობაში ყველა სავაჭრო გარიგების მოცულობა.