iPanel Trend Indicator

iPanel Trend Indicator

iPanel Trend Indicator – არის მარტივი ინდიკატორი, რომელიც საკმაოდ ზუსტად ავლენს ტრენდის მიმართულებას, ანუ მიმდინარე ფასის მოძრაობის მიმართულებას.

ზოგიერთი ტრეიდერის აზრით, ასეთი ტიპის ინდიკატორები საკმაოდ ქმედით ინსტრუმენტებს წარმოადგენენ ფორექსზე ვაჭრობის დროს. რადგან ფასის მოძრაობის მიმართულების სწორი განსაზღვრა, არცერთ ჭკუათმყოფელ ტრეიდერს არ მისცემს საშუალებას გახსნას ორდერი ტრენდის საწინააღმდეგო მიმართულებით და შესაბამისად დააზარალოს დეპოზიტი.

iPanel Trend Indicator ინდიკატორის კონფიგურაცია მარტივია და ვიზუალიზაციის თვალსაზრისით საკმაოდ ხელსაყრელი.

სავალუტო წყვილის გრაფიკზე ინდიკატორის განთავსების შემდეგ, სავაჭრო ტერმინალის ფანჯარაში გამოჩნდება ორიდან ერთ-ერთი წარწერა: UP – აღმავალი ტრენდი, ან DOWN – დაღმავალი ტრენდი.

  • UP – წარწერა გამოისახება მწვანე ფერით, რომლის დროსაც ტრეიდერისთვის რეკომენდებულია ყიდვის ორდერების გახსნა.
  • DOWN – წარწერა გამოისახება წითელი ფერით, რომლის დროსაც ტრეიდერისთვის რეკომენდებულია გაყიდვის ორდერების გახსნა.
გარდა ამისა, სავალუტო წყვილის გრაფიკზე გამოისახება წარწერა, რომელიც გვაუწყებს ინდიკატორის მიერ ტრენდის მიმართულების განსაზღვრის ვარაუდის პროცენტულ მაჩვენებელს, რაც უფრო დიდია იგი, მით უფრო ზუსტია ინდიკატორის მიერ წარმოდგენილი მონაცემი.

გრაფიკზე ასევე გამოისახება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც გამოხატავს დომინირებული ტრენდის ძალას. მას გააჩნია ორი პარამეტრი: STRONG (ძლიერი) და WEAK (სუსტი). ამ პარამეტრების გათვალისწინება მიზანშეწონილია ხანგრძლივ ვადიანი ორდერების გახსნის დროს. ძლიერი მოძრაობის მაჩვენებლის ცვლილება სუსტი მოძრაობის მაჩვენებელზე, მიუთითებს ტრენდის შემობრუნების ალბათობაზე, ამიტომ ამ შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.

iPanel Trend Indicator მუშაობის მაგალითი

iPanel Trend Indicator

 

ფორექსის ტექნიკური ინსტრუმენტებიდან არცერთი არ არის 100%-ით სანდო, ამიტომ ამ ინდიკატორის გამოყენებისას მიზანშეწონილია სხვა ინდიკატორის, ან ინდიკატორების გამოყენებაც. ერთობლიობაში ორი (ან რამდენიმე) ინდიკატორი შესაძლებლობას მოგვცემს გავფილტროთ მცდარი სიგნალები.

ინდიკატორი iPanel-Trend-indicator

ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს ფეისბუკ გვერდზე
***
ფეისბუკი თვალი ადევნეთ საიტის ახალ სტატიებს ჩვენს Telegram არხზე

გამოიწერეთ საიტის ახალი მასალები, სტატიები, სავაჭრო სიგნალები, პროგნოზები, აქციები და ა.შ. თქვენს E-mail ფოსტაზე

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია

ფორექს ინდიკატორების კლასიფიკაცია

ფორექს ინდიკატორები წარმოადგენენ ტექნიკური ანალიზის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. მათი სწორი კონფიგურირების შემთხვევაში იზრდება მათგან მიღებული სიგნალების …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.