IN10TION News Reader – სიახლეების ინდიკატორი ზოგიერთი ტრეიდერის აზრით ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია თავის კატეგორიაში.
IN10TION News Reader სპეციფიკაცია
IN10TION News Reader – სიახლეების ინდიკატორი საკმაოდ რთულ სისტემას წარმოადგენს, სხვადასხვა დამატებითი პარამეტრებით. გარდა სიახლეებისა, გრაფიკზე გამოისახება ძირითადი სავაჭრო სესიების პერიოდბი და სხვა, ტრეიდერისთვის საჭირო ინფორმაცია.
ფორექს სიახლეების ინდიკატორი გრაფიკზე გამოსახავს სიახლეებს სხვადასხვა ვალუტების მიხედვით, მათი მნიშვნელობის, საპროგნოზო მაჩვენებლების და ვალუტის კურსზე ზემოქმედების მითითებით, კონკრეტულ ვალუტასთან მიმართებაში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის სიახლეები, რომლებიც წითელი ფერით გამოისახება, მნიშვნელობის თვალსაზრისით შემდეგ საფეხურზე დგანან ნარინჯისფრად გამოსახული სიახლეები.
თეთრი ფერით გამოისახება სადღესასწაულო დღეები იმ ქვეყნების მითითებით, რომლებიც ამ დღეებში არ მონაწილეობენ ვაჭრობაში.
ინდიკატორს გააჩნია ისეთი პარამეტრი, როგორიცაა ვალუტის ძალა, ეს მაჩვენებელია განსაზღვრავს/გვიჩვენებს უფრო ძლიერ ვალუტას და შესაბამისად ამ ინფორმაციის გამოყენება შეგვიძლია ვაჭრობის პროცესში. მაჩვენებელი დინამიურად იცვლება, ამიტომ საერთო ტენდენციის გაანალიზებაც არის შესაძლებელი.
ტრეიდერებისთვის, რომლებიც ვაჭრობენ საშუალო ვადიან პერიოდებზე, საინტერესოა ინდიკატორის პარამეტრი, რომელიც გვიჩვენებს ინფორმაციას, ღია პოზიციის მომდევნო დღეზე გადატანისთვის – შესაბამისი საკომისიო გადასახადის რაოდენობაზე (სვოპი).
ეს არის ინდიკატორის ზოგიერთი პარამეტრის ჩამონათვალი, დანარჩენ პარამეტრებთან გაცნობა შეგიძლიათ, მისი სავაჭრო ტერმინალში ჩატვირთვის შემდეგ.
IN10TION News Reader მუშაობის მაგალითი
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით