ფორექს ანბანი დამწყებთათვის

ფორექს ანბანი დამწყებთათვის

ფორექსის ანბანის, ანუ ფორექს ანბანური საკითხების შესწავლა დამწყებთათვის ბუკვალურად რამდენიმე დღეშია შესაძლებელი. სავალუტო ბაზარზე მუშაობა გაცილებით მარტივია, ვიდრე ეს შესაძლებელია ერთი შეხედვით მოგეჩვენოთ.

ცდება ის ვინც თვლის, რომ წარმატებული ტრეიდინგისათვის საჭიროა სპეციალური, აკადემიური განათლების მიღება. არც ეკონომისტობა და ფინანსისტობა, ნამდვილად არ არის საჭირო, იმისათვის, რომ დაიმახსოვრო რამდენიმე საკვანძო საკითხი, რომლებიც გავლენას ახდენს ვალუტის კურსზე.

ვაჭრობის სქემა საკმაოდ მარტივია, იმისათვის, რომ მიიღოთ მოგება-შემოსავალი, უნდა იყიდოთ იაფად და შემდეგ უნდა გაყიდოთ ძვირად. ვალუტის კურსები განუწყვეტლივ იცვლება. სწორედ ეს გარემოება გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მოგება, ან პირიქით ზარალი.

ზოგიერთი გამოცდილი ტრეიდერის აზრით, ახალბედებისათვის, ფორექსზე ვაჭრობის დასაწყებად ყველაზე მარტივი ვარიანტია – ოფციური ვაჭრობა. სწორედ აქ არის შესაძლებელი კურსის პროგნოზირების სწავლა – სხვა დამატებითი პირობების გაუთვალისწინებლად. მოგების მიღებისათვის საჭიროა მხოლოდ იმის განსაზღვრა, თუ რა მიმართულებით წავა კურსი და რა ადგილზე იქნება ფასი გარკვეულ მომენტში. ამისათვის ტრეიდერის სავაჭრო ტერმინალის ინსტალაციაც კი არ არის საჭირო.

თუ გადაწყვიტეთ სტანდარტული სქემით ვაჭრობა, მაშინ თქვენ უნდა გადადგათ რამდენიმე მოსამზადებელი ნაბიჯი:
  • 1. სადილინგო ცენტრის არჩევა – საკმაოდ რთული პროცესია, რომლის განხორციელებისას საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე, რადგან მცდარი არჩევანის შედეგად შესაძლებელია დავკარგოთ, როგორც მოგებული თანხა, ასევე ჩვენს მიერ ანგარიშზე შეტანილი ფულიც კი. ბროკერის არჩევისათვის პრაქტიკული რჩევევები შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატიაში – როგორ ავირჩიოთ ბროკერი;
  • 2. სავაჭრო ტერმინალის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია – ბროკერებს შორის უმრავლესობას აქვს საკუთარი სავაჭრო პროგრამები, მაგრამ არ გირჩევთ ასეთი ეგზოტიკური ვარიანტებით გატაცებას მანამდე, სანამ ბოლომდე არ იქნებით დარწმუნებული საკუთარ ძალებში (თუმცა მაშინაც კი არ გირჩევთ). სავაჭრო ტერმინალად აირჩიეთ Meta Trader 4 (სტატიის დაწერის პერიოდში ეს ყველაზე აქტუალური ვერსია არის), მასში ყველა პროცესი მარტივია და ხელმისაწვდომი;
  • 3. დემო ანგარიშის გახსნა – სწორედ დემო (დემონსტრაციული)ანგარიში და არა რეალური. არ იჩქაროთ ანგარიშზე ფულის შეტანა, მანამ არ დარწმუნდებით საკუთარ ძალებში. დასაწყისისთვის ივარჯიშეთ ვირტუალურ ანგარიშზე. ასეთი ვაჭრობისათვის ძირითადი წესი არის ის, რომ იგი, სავაჭრო პარამეტრების თვალსაზრისით, მაქსიმალურად მიახლოვებულია რეალურ სიტუაციასთან და თქვენც მიაახლოვეთ იგი რეალურ ვაჭრობას.

რატომ ვამბობ ამას… დემო ანგარიშზე შესაძლებელია აირჩიოთ ნებისმიერი რაოდენობის ვირტუალური თანხა, მაგრამ თქვენ განსაზღვრეთ თქვენთვის, თუ რა რაოდენობის რეალური თანხით აპირებთ ბაზარზე შესვლას და იმის მიხედვით გახსენით დემო ანგარიშიც.

მაგალითად, გადაწყვეტილი გაქვთ, რომ საწყის ეტაპზე ბაზარზე უნდა შეხვიდეთ 100 აშშ დოლარით, მაშინ სადემონსტრაციო ანგარიშიც გახსენით 100 ვირტუალური აშშ დოლარის ოდენობით (მართალია, ზოგიერთო ბროკერი არ იძლევა ასეთი მცირე სადემონსტრაციო ანგარიშით ვაჭრობის შესაძლებლობას, მაშინ ასეთ შემთხვევაში აირჩიეთ მინიმალური თანხა 1000 ვირტუალური აშშ დოლარი).

არასკალპინგური ტრეიდინგისთვის სავსებით საკმარისია 1:50 ან 1:100 საკრედიტო მხარის არჩევა.

მას შემდეგ, რაც განახორციელებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოსამზადებელ სამუშაოებს, მაშინ უკვე შესაძლებელია შევუდგეთ უშუალოდ სწავლების პროცესსაც

დამწყებთათვის, ფორექსზე მუშაობის ანბანი მდგომარეობს საბაზო ტერმინების, აგრეთვე ფორექსის ცნებების შესწავლაში, რომლებიც გავლენას ახდენენ ვალუტის კურსის ცვლილებაზე.

პარალელურად, სავაჭრო ტერმინალში გახსენით რომელიმე სავალუტო წყვილის გრაფიკი, ვთქვათ EUR/USD გრაფიკი და დაიწყეთ მასზე დაკვირვება. დაკვირვების პროცესში შესაბამისად მონიშნეთ ის დრო, როდესაც მოხდა, ფასის ყველაზე მკვეთრი რყევა, შემდეგ სიახლეების კალენდარის მეშვეობით გაარკვიეთ, თუ რა გახდა ამგვარი ცვლილების მიზეზი.

მიზეზის გარკვევის შემდეგ დააკვირდით გრაფიკს – თუ როგორ იქცეოდა ტრენდი შემდეგი ერთი საათის განმავლობაში.

ზემოთაღნიშნული უკვე არის თითქმის მზა, სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგია და მისი გამოყენების შედეგად თქვენ აღარ მოგიწევთ ტექნიკური ანალიზის სიღრმეებში შესვლა. მაგრამ ეს არის ძალიან უტრირებული მიდგომა ფორექსზე ვაჭრობის მიმართ, ვინაიდან ასეთი სტილი ნამდვილად არ არის საკმარისი წარმატებული ტრეიდინგისათვის.

იმისათვის, რომ პროფესიონალი ტრეიდერი გახდეთ, საჭიროა შეისწავლოთ მრავალი სხვა საკითხიც:
  • ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის საფუძვლები;
  • როგორ მუშაობენ ფორექსის ინდიკატორები და მათი გამოყენების სფეროები;
  • რისკების მინიმიზაცია – ფორექსზე ვაჭრობის დროს;
  • ტრეიდინგის წარმოების ტექნიკური მომენტები.

იმისათვის, რომ მიიღოთ ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი საკითხების შესახებ, საკმარისია გადახვიდეთ საიტის შესაბამის რუბრიკებში და წაიკითხოთ სტატიები.

ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ ფორექსი შეკრული წრეა და იქ დამწყებს არაფერი ესაქმება. საკმარისი გულმოდგინების შემთხვევაში ნებისმიერ დამწყებს შეუძლია გახდეს ფინანსური ბაზრის პროფესიონალი. გაითვალისწინეთ, რომ მილიარდერებიც კი კარიერას, ოდესღაც ნულიდან იწყებდნენ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …