სარჩევი
სადილინგო ცენტრი – არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთვაზობს ფორექსის ბაზარზე ვაჭრობისათვის სხვადასხვა ტიპის მომსახურეობის პაკეტს.
სიტყვა დილინგი იშიფრება როგორც – მოგების მიღების მიზნით სპეკულაციური ოპერაციების განხორციელება, რომლის დროსაც მოგება ფორმირდება აქტივის გაყიდვის და ყიდვის ფასებს შორის სხვაობისაგან. ძალიან ხშირად სადილინგო ცენტრებს – ბროკერებსაც უწოდებენ, მაგრამ ამ უკანასკნელისგან განსხვავებით მათ, საქმიანობის უფრო ფართო დიაპაზონი გააჩნიათ.
იმისათვის, რომ სწორედ შევარჩიოთ სადილინგო ცენტრი, აუცილებელია ვიცოდეთ თუ პირველ რიგში მათი საქმიანობის რომელ პარამეტრებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და რას უნდა ვერიდოთ.
სადილინგო ცენტრის სახეობა – სავალუტო ვაჭრობის სქემა
განასხვავებენ სამ ძირითად ვარიანტს, რომელთა მიხედვითაც ხდება ყველა ოპერაციის განხორციელება
- Dealing Desk (DD) – საკუთარი სავალუტო ბაზრის შექმნა, ე.წ. შიდა ვაჭრობა. სასურველია ასეთ ბროკერთან არ დავიჭიროთ საქმე, ვინაიდან შესაძლებელია პრობლემები სავაჭრო ინსტრუმენტების დაბალი ლიკვიდურობის გამო და ბროკერის ზემოქმედება (ჩარევა) სავაჭრო პროცესში;
- No Dealing Desk (NDD) – პირდაპირი წვდომა ფორექსის საერთაშორისო სავალუტო ბაზართან. ვაჭრობის ყველაზე კარგი ვარიანტია, ვინაიდან, ოპერაციები ხორციელდება საერთაშორისო კოტირებების მიხედვით, ბრძანებები სრულდება სწრაფად და ბროკერის მხრიდან თითქმის არ არსებობს ხელისშემშლელი კონტროლი;
- Straight Through Processing (STP) – ვაჭრობა ფორექს წარმომადგენლების მეშვეობით. ამ სქემით მუშაობს მრავალი სადილინგო ცენტრი. მაღალსიჩქარიანი კავშირის არხების არსებობის შემთხვევაში, ეს მეთოდი არ ჩამოუვარდება ზემოთაშნიშნულ მეთოდს;
საიმედო სადილინგო ცენტრი
ყველაზე საიმედო ცენტრებად ითვლება უმსხვილესი ფორექს ბროკერები. პირველ რიგში ბროკერის სანდოობას განსაზღვრავს კომპანიის სიდიდე, კლიენტების რაოდენობა და სიძველე (არსებობის პერიოდი).
მცირე კომპანიებთან თანამშრომლობის დროს, მნიშვნელოვნად იზრდება საკუთარი ფულის დაკარგვის რისკი, ლიკვიდურობისა და კაპიტალიზაციის სიმცირიდან გამომდინარე. უმრავლეს შემთხვევებში ესეთი ბროკერები სხვა, უფრო დიდი ბროკერების წარმომადგენლები (ფილიალები) არიან.
სავაჭრო პირობების მიმოხილვა
ბროკერის არჩევისას, პირველ რიგში საჭიროა ორიენტირება გააკეთოთ მის სპეციფიკაციაზე, ანუ მათ შორის რომელია თქვენთვის უფრო მისაღები. არ ენდოთ მხოლოდ სარეკლამო განცხადებებს, მაგალითად ყველაზე დაბალი სპრედების შესახებ. თავად შეამოწმეთ სპრედის ზომა ტერმინალში ვაჭრობის სხვადასხვა ტემპისას (მდორე ვაჭრობა, სიახლეების გამოქვეყნების პერიოდი, ჩვეულებრივი ტრენდი, მაღლი ვოლატილობა, დაბალი ვოლატილობა და ა.შ.). მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით იმაში, რომ ბროკერის სპეციფიკაცია თქვენთვის მისაღებია მხოლოდ მაშინ შეავსეთ დეპოზიტი ამ ბროკერთან.
არჩევანის ძირითადი მომენტებია, სპრედის ზომა, სვოპის ზომა, მინიმალური დეპოზიტი, პოზიციის იძულებითი დახურვის დონე და ორდერების შესრულების ვარიანტები.
იმისათვის, რომ დარწმუნდეთ ბროკერის საიტზე გამოქვეყნებული სავაჭრო სპეციფიკაციის რეალობაში, პირველ ეტაპზე სავაჭრო ანგარიში მასთან შეავსეთ მინიმალური თანხით (რომელიც გათვალისწინებულია მინიმალური დეპოზიტის სპეციფიკაციით). მას შემდეგ, რაც ამ თანხით ივაჭრებთ ტესტურ რეჟიმში და დარწმუნდებით პირობების რეალობაში, შეგიძლიათ გაზარდოთ დეპოზიტი და გადახვიდეთ მიმდინარე ვაჭრობაზე.
ბონუსები
ბონუსების მეშვეობით შესაძლებლობა გეძლევათ საკუთარი თანხა გაზარდოთ 25%, 30% და უფრო მეტი პროცენტითაც კი. სხვადასხვა ბროკერთან ბონუსი კლიენტის დეპოზიტს ერიცხება ერთჯერადად, ან ანგარიშის ყოველ შევსებაზე. ეს კარგი სავაჭრო პირობაა, თუმცა იგი არ უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი ბროკერის არჩევის დროს. ბონუსების შესახებ უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ სტატია – ბონუსები ფორექსის ანგარიშზე.
თუ დამოუკიდებლად გიძნელდებათ სადილინგო ცენტრის შერჩევა, მაშინ რეკომენდაციას გაძლევთ აირჩიოთ ბროკერი Forex4you. სანდოობის თვალსაზრისით იგი შემოწმებულია პირადი გამოცდილებით.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით