როგორ ვისწავლოთ ფორექსზე ვაჭრობა

როგორ ვისწავლოთ ფორექსზე ვაჭრობა

დღესდღეობით ფორექსზე ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი. (პრინციპში, ცოტათი ჭკუაც საჭიროა)

ფორექსზე ვაჭრობის შესწავლა არც თუ ისე რთულია, მთავარია სავალუტო კურსების მოძრაობის ძირითად პრინციპებს ჩავწვდეთ, შევისწავლოთ ზოგიერთი ტექნიკური მომენტები და დავხვეწოთ არჩეული სტრატეგია, ან შევიმუშავოთ საკუთრი ფორექს სტრატეგია.

უფრო მეტი ეფექტურობისათვის საჭიროა სწავლების გეგმის შემუშავება. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგცემთ არ გამოტოვოთ მთავარი მომენტები, რომელთა არცოდნა მიგიყვანთ ზარალამდე ფორექსზე ვაჭრობის დროს.

ფორექსზე ვაჭრობის შესწავლის ორი მეთოდი არსებობს:
  • ტექსტუალური;
  • ვიდეო კურსებით;

ორივე კატეგორია წარმოდგენილია ამ საიტზე.

ფორექსზე ვაჭრობის დამოუკიდებლად შესწავლისთვის უნდა გაიაროთ რამდენიმე ეტაპი:
  • 1. სავაჭრო ტერმინალთან მუშაობის შესწავლა – საჭიროა სავაჭრო ტერმინალის Meta Trader 4-ის ინტერფეისის და პროგრამის ძირითადი ფუნქციების შესწავლა. ჩვეულებრივი და გადადებული ორდერების, აგრეთვე სტოპ ლოსების დაყენების პრინციპების შესწავლა;
  • მიღებული ცოდნა უნდა გაიმყაროთ დემო ანგარიშზე. მისი გახსნის შესახებ ვიდეო კურსის ნახვაც შეგიძლიათ ამ საიტზე.
  • 2. უნდა გაიგოთ, თუ რას წარმოადგენს ფუნდამენტალური ანალიზი. იგი უფრო მარტივი აღსაქმელია დამწყები ტრეიდერისათვის და საშუალებას იძლევა უფრო მოკლე პერიოდში შეიმუშავოთ სიახლეებზე ვაჭრობის სტრატეგია;
  • 3. ფორექსზე სიტუაციის უფრო ღრმად ჩაწვდომისათვის აუცილებელია ტექნიკური ანალიზის შესწავლა, ყოველ შემთხვევაში ის საკითხები მაინც უნდა იცოდეთ, რომელიც ფორექსის ინდიკატორებს ეხება. ამ ინსტრუმენტების გამოყენება საშუალებას იძლევა, ტრეიდერის მხრიდან განხორციელებული მინიმალური ძალისხმევის ფონზე, მნიშვნელოვნად ეფექტური გახადოს ვაჭრობის პროცესი. ტექნიკური ანალიზის სრული შესწავლა თქვენგან მოითხოვს გაცილებით მეტ დროს, ამიტომ ამ საკითხზე ჩაციკვლა არ არის აუცილებელი, თუმცა სასურველია;
სავაჭრო სტრატეგიის შემუშავება, ან არჩევა

მოიცავს შემდეგ ქვეპუნქტებს:

  • სავალუტი წყვილის არჩევა – საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია;
  • ტაიმ ფრეიმი – დროის პერიოდი რომელზეც ივაჭრებთ. დაბალ პერიოდიანი ტაიმფრეიმებზე ვაჭრობა შესაძლებელია შედარებით ნაკლები თანხებით და დიდი საკრედიტო მხარით, თუმცა დიდ პერიოდიან ტაიმ ფრეიმებზე ვაჭრობა ტრეიდერისგან უფრო ნაკლებ დროს მოითხოვს;
  • სტრატეგიის სახეობა – არსებობს მრავალი სახის ფორექსის სტრატეგია, რომელთა შორისაც თითოეულს გააჩნია საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ფორექსზე ვაჭრობის ყველაზე ცნობილი სტრატეგიების ტიპებს განეკუთვნებიან:
  • ვაჭრობა სიახლეებზე;
  • სკალპინგი;
  • ფასური დონეების გამოყენებით ფასურ არხებში ვაჭრობა;
  • ტრენდული სტრატეგიები;

იმისათვის, რომ ისწავლოთ ფორექსზე ვაჭრობა თქვენ დაგჭირდებათ მაქსიმუმ ერთი-ორი თვე, ხოლო იმისათვის, რომ ისწავლოთ შემოსავლის მიღება – მინიმუმ ერთი წელი. ასეა ეს…, სამაგიეროდ…!!!

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …