სიახლეები და მათი როლი კომპანიის ფინანსური ანალიზის დროს

სიახლეები და მათი როლი კომპანიის ფინანსური ანალიზის დროს

სიახლეები და მათი გავლენა კომპანიაზე, გადამეტების გარეშე შეუფასებელი ინსტრუმენტია ფინანსური ანალიზის დროს. ფინანსური ანალიზის მაჩვენებლები (რომლებიც უკვე განვიხილეთ სხვა სტატიებში) გამოიყენება კომპანიების შეფასებისათვის. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე სასარგებლო ინფორმაციის მატარებელი არ არის.

პრაქტიკული დასკვნების გაკეთება შესაძლებელია, სხადასხვა მაჩვენებლების შედარების პროცესში, იგივე დარგის კომპანიების ანალოგიური მაჩვენებლებთან, აგრეთვე მთლიანი დარგის საშუალო მაჩვენებლებთან. ასეთი ინფორმაცია შესაძლებელია მივიღოთ სპეციალიზირებული სააგენტოების ანალიტიკური მასალებიდან, აგრეთვე თავად კომპანიების ყოველკვარტალური ანგარიშებიდან.

ფუნდამენტალური ანალიზის კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაწილია საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი:

  • პოლიტიკური მოვლენები;
  • აქტუალური სიახლეები;
  • კორპორატიული რელიზები;
  • ჭორები;
სიახლეები იყოფა შემდეგ ჯგუფებად
  • ჭორების და ინსაიდერების ინფორმაციები (კომპანიის ანალიზისას);
  • ბუნებრივი მოვლენები და კატაკლიზმები (მაკროეკონომიკური ანალიზისას);
  • მაკროეკონომიკური ინდიკატორების და მაჩვენებლების გამოქვეყნება, რომლებიც ასახავენ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას: მსყიდველობითი უნარის ინდექსი, რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი და სხვა (მაკროეკონომიკური ანალიზისას);
  • მსოფლიოს წამყვანი საინვესტიციო კომპანიების ანალიტიკური კვლევები;
  • სააქციო კომპანიების კორპორაციული სიახლეები (კონკრეტული დარგების კომპანიების ანალიზისას);
  • პოლიტიკური მოვლენები;
სიახლეები იყოფა ორ ტიპად
  • მოსალოდნელი სიახლეები;
  • მოულოდნელი სიახლეები;
  • მოსალოდნელი სიახლეებად შესაძლებელია მივიჩნიოთ რომელიმე გლობალური მოვლენის შესახებ ინფორმაცია. მაგალითად, დიდი ოცეულის სამიტი, ან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში. ასეთი ინფორმაციები როგორც წესი დიდ გავლენას ახდენენ ბაზრის ქცევაზე, თავად ამ სამიტის, ან ფორუმის დაწყებამდეც კი.

მაგალითისათვის ასევე შესაძლებელია მოვიყვანოთ წამყვანი ანალიტიკოსების მიერ კვლევების გამოქვეყნება, ამა თუ იმ კომპანიის მოგების ან წარმოების კლების შესახებ. თითქმის ყოველთვის არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ განვსჭვრიტოთ თუ რა შედეგებს მოიტანენ ეს მოვლენები.

  • მოულოდნელ სიახლეებს უფრო მეტი გავლენა გააჩნიათ ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ასე მაგალითად: რომელიმე დიდი კომპანიის უეცარმა გაკოტრებამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად დასწიოს მთლიანად დარგში შემავალი სხვა კომპანიების ფასიანი ქაღალდების ფასი.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციებში ინვესტირება

მეორე ეშელონის აქციები ვერ დაიკვეხნიან ისეთივე ლიკვიდურობით, რომელიც ლურჯ ფიშკებს გააჩნიათ, იგივე ეხება კომპანია-ემიტენტების კაპიტალიზიციასაც. …