ავტომატური ვაჭრობა ფორექსზე

როგორ მიმდინარეობს ავტომატური ვაჭრობა ფორექსზე

საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ თუ ტრეიდერი არ ვაჭრობს ასეთი სისტემით, მაშინ ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს იმაზე, თუ რას წარმოადგენს ავტომატური ვაჭრობა ფორექსზე.

ტექნიკური ანალიზის სწავლების დამღლელი კურსისა და დამოუკიდებელი ვაჭრობის არც თუ ისე წარმატებული საწყისი პრაქტკის შემდეგ, დამწყები ტრეიდერების გარკვეული ნაწილი გადადის ფორექსზე ვაჭრობის სხვა სფეროზე, რომელსაც სპეციალური პროგრამების გამოყენებით ვაჭრობა ჰქვია. პროგრამები დამოუკიდებლად ახორციელებენ საბაზრო სიტუაციის ანალიზის საჭირო პროცედურას და იძლევიან სავაჭრო ორდერების გახსნის სიგნალებს.

ავტომატური ვაჭრობა ფორექსზე

წარმოადგენს სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას სპეციალური მრჩევლების, იგივე რობოტების, იგივე ავტომატური სავაჭრო პროგრამების/სკრიპტების გამოყენებით. ეს პროგრამები იტვირთება/ინსტალირდება სავაჭრო ტერმინალში და მათი სწორი კონფიგურაციის შემთხვევაში შესაძლებელია ნორმალური მოგების მიღება.

ვაჭრობისადმი ასეთი მიდგომა შესაძლებლობას იძლევა ტექნიკური და სხვა სახის ანალიზების და ბაზრის პროგნოზირების მეთოდების სიღრმისეულ შესწავლაზე არ დაიხარჯოს დრო და ფორექსზე მოსვლისთანავე შევუდგეთ პრაქტიკულ საქმიანობას. მრჩევლებით მუშაობისათვის არ არის საჭირო დიდი გამოცდილება, საკმარისია ფორექსზე და მის ინსტრუმენტებზე გვქონდეს ზოგადი წარმოდგენა და გარკვული კაპიტალი (თუნდაც ბონუსური ანგარიშის გამოყენება). ესეთი ვარიანტი საკმაოდ გავრცელებულია და სტატისტიკის მიხედვით მას იყენებს ფორექსზე მოვაჭრე ტრეიდერების 30-40 პროცენტი.

ფორექს მრჩევლები მუშაობენ ინდიკატორებისა და ოსცილატორების საფუძველზე, როგორც წესი მათ ქმნიან ტრეიდერები, რომელთაც გააჩნიათ ფორექსზე მუშაობის დიდი გამოცდილება და ტრენდის მოძრაობის პროგნოზირებაში ბრწყინვალედ ერკვევიან, აგრეთვე აქვთ იმ პროგრამული ენის მაღალი ხარისხის ცოდნა, რომლითაც იწერება/იქმნება მრჩევლები. ამ ენას, სავაჭრო პლატფორმისათვის Meta Trader 4-სთვის – MQL4 ჰქვია.

მრჩეველი წარმოადგენს სპეციალურ პროგრამას, რომელიც უნდა გადაიწეროთ კომპიუტერში და დააინსტალიროთ/ჩატვირთოთ ტერმინალში.

გამომდინარე მითითებული კონფიგურაციიდან, იგი თავად აანალიზებს ბაზრის სიტუაციას, დამოუკიდებლად ხსნის პოზიციას საჭირო მიმართულებით და ამის შესახებ აუწყებს ტრეიდერს.

ვაჭრობის დაწყებამდე საჭიროა ძირითადი პარამეტრების მითითება, რომელიც თითქმის ყველა მრჩევლისათვის ტიპიურია:

  • ლოტის მოცულობა – პირდაპირ კავშირშია დეპოზიტზე არსებული თანხის რაოდენობასთან;
  • რომელი ტიპის ორდერებს გახსნის მრჩეველი – ყიდვის, გაყიდვის, თუ ორივე სახის;
  • სადაზღვევო ორდერების მაჩვენებლები – სტოპ ორდერი და ტეიკ პროფიტი;
  • ზედიზედ რამდენიმე წამგებიანი ორდერის გახსნის შემდეგ სავაჭრო მოცულობის შემცირების პარამეტრი;
  • ავტომატური, ან ნახევრად ავტომატური ვაჭრობა – თავდაპირველად, ტესტირებისათვის სასურველია დაყენდეს, ტრეიდერის მხრიდან ორდერების გახსნის თანხმობის მიცემის პარამეტრი, ხოლო მას შემდეგ, როდესაც დარწმუნდებით, რომ მრჩეველი ნორმალურად მუშაობს, შესაძლებელია სრულ ავტომატურ რეჟიმზე გადასვლა;
  • რისკის დონე – რისკის პროცენტული მაჩვენებელია (მაგალითად: 1%, 5% 20% და ა.შ.), დამოკიდებულია ტრეიდერზე და პროგრამის სავაჭრო უნარის ხარისხზე;

პრაქტიკაში, ყველაზე კარგი რეზულტატი მოაქვს მრჩევლებით ვაჭრობისადმი კომბინირებულ მიდგომას – ფორექსის ინდიკატორებთან ერთობლიობაში. ამ შემთხვევაში ტრეიდერი პარალელურ რეჟიმში ახორციელებს ბაზრის ანალიზს და როდესაც მიიღება სიგნალი სავაჭრო პოზიციის გახსნისათვის, პრიორიტეტი ენიჭება ტრეიდერის გადაწყვეტილებას და მოსაზრებას. ასეთ მიდგომას მინიმუმამდე დაჰყავს რისკი და მრჩევლებით ვაჭრობის ყველაზე სწორ ვარიანტად ითვლება.

ავტომატური სავაჭრო პროგრამებით/მრჩევლებით რეალურ ანგარიშებზე ვაჭრობის დაწყებამდე, ისინი აუცილებლად უნდა დაიტესტოს დემონსტრაციულ, ან ცენტურ ანგარიშებზე.

ამასთან ერთად, რეკომენდებულია მათი პერიოდული ტესტირებაც, რადგან ბაზარზე ვითარება ყოველთვის იცვლება, ამიტომ ის სასიგნალო ალგორითმი, რომელიც ამა თუ იმ მრჩეველშია ჩადებული, ერთი, გარკვეული პერიოდის მანძილზე შესაძლებელია დადებით შედეგს იძლეოდეს, ხოლო მეორე პერიოდში ზარალიანი იყოს. ამის თავიდან აცილებისათვის იმ, ზარალიან პერიოდში შესაძლებელია უფრო კონსერვატიული, ან პირიქით ლიბერალური პარამეტრების დაყენება გახდეს საჭირო. მრჩევლებმა კარგი სავაჭრო შედეგი რომ აჩვენოს, აუცილებელია პერმანენტული კონტროლი. მრჩევლების ტესტირების შესახებ საუბარი გვექნება საიტის სხვა სტატიებში.

მრჩევლები მუშაობენ მხოლოდ ჩართულ სავაჭრო ტერმინალში, რომელთაც წვდომა აქვს ბროკერის კოტირებებთან, ან VPS სერვერზე, რომლის ყიდვა შესაძლებელია სადილინგო ცენტრებში.

ამ შემთხვევაში სერვერები მუდმივად ფუნქციონირებენ და აღარ არის საჭირო ტრეიდერის კომპიუტერი და სავაჭრო ტერმინალი მუდმივად იყოს ჩართული. მრჩევლის კონტროლი შესაძლებელია VPS სერვერზე შესვლის შემთხვევაში, რომლის სამართავი პანელის პაროლს თავად ბროკერი მოგაწვდით, სერვერის შეძენის შემდეგ.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.