სიახლეებზე ვაჭრობა, თეორია და საჭირო ინსტრუმენტები

სიახლეებზე ვაჭრობა, თეორია და საჭირო ინსტრუმენტები

სიახლეებზე ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი სტრატეგია არის, ეს დაკავშირებულია, შესაბამისი სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, კურსის ცვლილების მაღალპროგნოზირებადობასთან.

იმისათვის, რომ გავიგოთ სიახლეებზე ვაჭრობის არსი, საჭიროა დაველოდოთ შესაბამისი სიახლეების გამოქვეყნებას და სწორად განვსაზღვროთ მისი, ტრენდზე გავლენა.

სიახლეების გამოქვეყნებაზე კონტროლისათვის, შესაძლებელია გამოვიყენოთ სპეციალური ტექნიკური ინსტრუმენტები, რომელთა მეშვეობითაც თქვენ არასოდეს გამოტოვებთ მნიშვნელოვანი სიახლეების გამოქვეყნების მომენტს.

სიახლეებზე ვაჭრობა – მზადების ეტაპი

პირველ რიგში საჭიროა ავირჩიოთ სავალუტო წყვილი, უფრო სწორად ვალუტა, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ სიახლეების გამოქვეყნების თვალსაზრისით. სასურველი და მისაღები ვარიანტია ყველაზე პოპულარული ვალუტები, რადგან სწორედ მათზე ქვეყნდება ყველაზე მეტი რაოდენობის სიახლეები. როგორც ვარიანტი გამოდგება – ევრო, აშშ დოლარი, კანადური დოლარი, ბრიტანული ფუნტი ან ავსტრალიური დოლარი.

მას შემდეგ, რაც ავირჩევთ სავალუტო წყვილს, სასურველია, რომ ორ ვალუტას წყვილში გააჩნდეს საპირისპირო კორელაცია, ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ უფრო ხანგრძლივ ტენდენციას. თუ ავირჩევთ სავალუტო წყვილს EUR/USD, მაშინ ერთი და იგივე სიახლის გამოქვეყნების შემდეგ, შესაძლებელია ევრო დაეცეს, როლო აშშ დოლარმა დაიწყოს ზრდა.

გარდა ამისა, უნდა გაერკვეთ – საითკენ წავა ინსტრუმენტის ფასი, თუ თქვენი ვალუტა სავალუტო წყვილში არის საბაზო ვალუტა, მაშინ იქნება პირდაპირი დამოკიდებულება, სხვა შემთხვევაში კი საწინააღმდეგო.

მაგალითად ვვაჭრობთ სავალუტო წყვილზე EUR/USD, ქვეყნდება სიახლე ევროზონაში ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების შესახებ, ეს ერთმნიშვნელოვნად დადებითი სიახლეა ევროსთვის, ამიტომ ფასი სავალუტო წყვილზე EUR/USD გაიზრდება. იმ შემთხვევაში თუ გამოქვეყნდება დადებითი სიახლე აშშ დოლარისათვის, მაშინ სავალუტო წყვილზე EUR/USD ფასი დაეცემა – ანუ ფიქსირდება საწინააღმდეგო დამოკიდებულება.

სიახლეებზე ვაჭრობა – პრაქტიკა:

იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ სიახლეების პუბლიკაციას, გამოიყენეთ ორი ინსტრუმენტი – ეკონომიკური კალენდარი და სიახლეების სპეციალური ინდიკატორი.

პირველის მეშვეობით შეძლებთ წინასწარ იცოდეთ ამა, თუ იმ სიახლის გამოყვეყნების დრო და თარიღი და შესაბამისად სავაჭრო გეგმის შედგენის საშუალებაც მოგეცემათ.

ხოლო მეორე, ინდიკატორი, საშუალებას გაძლევთ უფრო დაწვრილებით ადევნოთ თვალყური, როგორც დაგეგმილი, ასევე სპონტანური სიახლეების გამოქვეყნებასაც.

ინდიკატორი მოარგეთ მხოლოდ ორ ვალუტას, რომლებიც ქმნიან თქვენ სავალუტო წყვილს.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ დაგეგმილი სიახლეები გვაძლევს უფრო ხანგრძლივ და სტაბილურ ტრენდს, ვიდრე სპონტანური, დაუგეგმავი, მოულოდნელი სიახლეები.

მას შემდეგ, რაც დააფიქსირებთ სიახლის გამოქვეყნებას, განსაზღვრეთ მისი გავლენა ვალუტის კურსზე და გახსენით ორდერი საჭირო მიმართულებით.

სავაჭრო ოპერაციის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატეოდეს ორ ათეულ პუნქტს. მას შემდეგ რაც შეამჩნევთ უკუსვლის დაწყებას, ან იმავე პერიოდში გამოვიდა საპირისპირო ტენდენციის ახალი სიახლე თქვენი ვალუტისათვის – სასწრაფოდ დახურეთ ორდერი.

თუ სიახლე საკმაოდ მნიშვნელოვანია და მოსალოდნელია ტრენდის გაგრძელება ერთი მიმართულებით, მაშინ შესაძლებელია ვცადოთ მაქსიმალური რაოდენობის პუნქტების აღება – ორდერის ტრეილინგ სტოპზე დაყენებით.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ფორექს სმს სიგნალები დეპოზიტის გარეშე

SMS სიგნალები ფორექსზე (დეპოზიტის გარეშე)

SMS სიგნალების სისტემა არის მომსახურების სახეობა, რომლის გამოწერის შემდეგ ტრეიდერი იღებს შეტყობინებას, ამა თუ ინ …