მშვიდი სავალუტო წყვილები

მშვიდი სავალუტო წყვილები

ფორექსზე არსებობს ორი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხდება დეპოზიტის დაკარგვა, ეს არის არაპროპორციული სავაჭრო მოცულობა და არასწორად შერჩეული სავალუტო წყვილი.

დამწყები ტრეიდერი ხშირად ოცნებობს იმაზე, რომ როგორმე იპოვოს ისეთი სავაჭრო ინსტრუმენტი, რომელიც არ აკეთებს უეცარ შემობრუნებებს. (სხვავდასხვა ქვეყნების ტრეიდერების ჟარგონზე თარგმანში – დეპოზიტის დაკარგვას – დეპოზიტის გასხმას უწოდებენ. ამიტომ ჯობია ჩვენც დეპოზიტის დაკარგვას – “დეპოზიტის გასხმა” ვუწოდოთ.

მშვიდი სავალუტო წყვილები იძლევიან იმის საშუალებას, რომ მივიღოთ შემოსავალი საშუალოვადიანი და გრძელვადიანი სავაჭრო ოპერაციების განხორციელების შედეგად. მათ მოზრაობას არ ახასიათებს სიურპრიზები, მაგრამ მოგების მიღებისათვის საჭიროა დრო და სოლიდური კაპიტალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ფორექსზე ყველაფერი შეფარდებითია. ზოგჯერ ყველაზე მშვიდი ვალუტა შესაძლოა მყისიერად შემობრუნდეს ძირითადი ტრენდის საპირისპიროდ. თუმცა მაინც შესაძლებელია გამოვყოთ რამდენიმე ინსტრუმენტი, რომელთა კურსიც ხშირად, მიზანდასახულად მოძრაობს ხოლმე ერთი მიმართულებით.

მშვიდი სავალუტო წყვილები

AUD/NZD – ავსტრალიური დოლარი/ახალზელანდიური დოლარი. სიმშვიდის ძირითადი მიზეზია ის, რომ ორივე ვალუტაზე გავლენას ახდენს ერთი და იგივე ფაქტორები. ამიტომ ტრენდის შემობრუნების მიზეზი ნაკლებია სხვა ინსტრუმენტებთან შედარებით.

მიუხედავად პროგნოზირებადობისა, ამ სავალუტო წყვილს გააჩნია კარგი დინამიკა, ზოგჯერ დღეში 100 პუნქტზე მეტი დიაპაზონის ფარგლებში მოძრაობს.

ისევე, როგორც სხვა არაპოპულარულ ვალუტებს, ამ წყვილისაც ერთადერთი ნაკლი გააჩნია – სპრედის რაოდენობა (ამა, თუ იმ სავალუტო წყვილისათვის სპრედის მაქსიმალური და მინიმალური რაოდენობა, აგრეთვე სპრედის ტიპი (მცოცავი თუ ფიქსირებული) მითითებულია თქვენს მიერ აჩეული ბროკერის ვებ საიტზე). იგი დაახლოვებით 20-30 პუნქტის ფარგლებში მერყეობს.

AUD/DKK – ავსტრალიური დოლარი/დანიური კრონა, ერთ-ერთი ყველაზე ეგზოტიკური ინსტრუმენტია (სავალუტო წყვილი) და შედეგად სპრედის ზომა 30 პუნქტამდე აღწევს. მაგრამ წყვილი გამოირჩევა მომხიბვლელი სტაბილურობით და შემდგარი ტრენდი ზოგჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება ხოლმე.

EUR/AUD – ევრო/ავსტრალიური დოლარი, ესეც შედარებით მსვიდი წყვილია. ამ ინსტრუმენტზეც ხდება ხოლმე კურსის მყისიერი რყევები, მაგრამ ძირითადში ტრენდის მოძრაობა მიმდინარეობს სტაბილურად, მთავარია დროზე შევამჩნიოთ ცვლილება და ბაზრის განწყობა. სამაგიეროდ წყვილის სპრედი სედარებით მისაღებია 5-10 პუნქტი.

ასევე შესაძლებელია განვიხილოთ სხვა ვარიანტებიც, რომელთა შემადგენლობაში შედის ავსტრალიური დოლარი, თუმცა მათ შორის სავალუტო წყვილი AUD/USD გამოსარიცხია. აშშ დოლარი ყოველთვის არაპროგნოზირებადი ვალუტაა, ამიტომ მის საქციელს ყოველთვის ქაოსი შეაქვს ნებისმიერ სავალუტო წყვილში.

მშვიდი სავალუტო წყვილების გამოყენებისას არ უნდა დაგვავიწყდეს სწორად განვსაზღვროთ ლოტის ზომა, ოპერაციის ხანგრძლივობა და მაღალი სპრედი გულისხმობს, რომ შეფარდება ტრეიდერის დეპოზიტსა და შეთანხმების (სავაჭრო ოპერაციის) მოცულობას შორის არ უნდა აღემატებოდეს 1:50-ს.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD

სავალუტო წყვილი GBP/USD ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსტრუმენტია, რასაც წყვილში შემავალი ვალუტების მაღალი ვოლატილობა განაპირობებს.