ინდიკატორი Momentum (ტემპის ინდიკატორი, Momentum Indicator)

ინდიკატორი Momentum (Momentum Indicator)

ინდიკატორი Momentum (ტემპის ინდიკატორი, Momentum Indicator) არის, ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოსცილატორი, თუმცა მისი ოსცილატორებისადმი მიკუთვნება – მხოლოდ პირობითია.

ინდიკატორი იმით არის საინტერესო, რომ მისი აგების რამდენიმე ალგორითმი არსებობა და სხვადასხვა სავაჭრო პლატფორმაში შესაძლებელია შევხვდეთ მისი რეალიზაციის სხვადასხვა ვარიანტებს.

კლასიკური სახით ინდიკატორი Momentum გამოითვლება, როგორც დროის გარკვეულ ინტერვალში ფინანსური ინსტრუმენტის ფასთა სხვაობა (ჩვეულებისამებრ გამოიყენება დახურვის ფასები). ინტერვალის სიდიდე განისაზღვრება ინდიკატორის სპეციალური კოეფიცენტით და ფორექსის ბაზრის ტექნიკური ანალიზის პროგრამების უმრავლესობაში 14-ის ტოლია. კლასიკური ფორმით ინდიკატორი Momentum-ის მნიშვნელობა გამოითვლება შემდეგი გორმულით:

M(i) = C(i) – C(i – n),

სადაც, M(i) – ინდიკატორი Momentum-ის მნიშვნელობაა; C(i) – მიმდინარე სავაჭრო პერიოდის (სანთლის) დახურვის ფასის მნიშვნელობაა; C(i – n) – n ტაიმფრეიმების უკან სავაჭრო პერიოდის (სანთლის) დახურვის ფასის მნიშვნელობაა; მაგრამ პრაქტიკაში, ზემოთაღწერილი ფორმულის მიხედვით ინდიკატორი Momentum იშვიათად გამოიყენება. სავაჭრო ტერმინალში MetaTrader4 რეალიზებულია სხვა სახესხვაობა, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

M(i) = 100 * C(i) / C(i – n),

სადაც, ცვლადებს იგივე მნიშნელობები გააჩნია, რომელიც ზემოთ, ინდიკატორის კლასიკურ ვერსიაშია აღწერილი. ქვემოთ სურათზე წარმოდგენილია ინდიკატორი Momentum პერიოდით 14 (n = 14). როგორც სურათზე ჩანს ინდიკატორი ირხევა საკუთარი საშუალო დონის ირგვლივ, რომელიც 100-ის ტოლია. რაც უფრო დიდხანს იმყოფება ბაზარი ჰორიზონტალურ დიაპაზონში, მით უფრო ახლოსაა ინდიკატორის გრაფიკი საკუთარი საშუალო დონის ხაზთან და მით უფრო მცირეა რხევის ამპლიტუდა. ტრენდის წარმოშობის მომენტში კი, ინდიკატორი Momentum-ის ამპლიტუდა მკვეთრად იზრდება. ზოგჯერ გრაფიკის დაგლუვებისთვის იყენებენ მცოცავ საშუალოებს.

ინდიკატორი Momentum – მუშაობის მაგალითი

ინდიკატორი Momentum

როგორც ზემოთ ითქვა, ინდიკატორი Momentum კლასიკური ოსცილატორი არ არის, რადგან სატრენდო ინდიკატორის თვისებებსაც ავლენს. ყიდვის სიგნალი შესაძლებელია წარმოიქმნას მაშინ, როდესაც ინდიკატორის გრაფიკი გადაკვეთს საკუთარ საშუალო ხაზს (დონე: 100) ქვემოდან ზემოთ, ხოლო გაყიდვის სიგნალად შესაძლებელია ჩაითვალოს, ინდიკატორის მიერ საკუთარი საშუალო დონის გადაკვეთის საპირისპირო სიტიუაცია – ზემოდან ქვემოთ.

მაგრამ, ტრეიდერები უფრო ხშირად გამოიყენებენ ინდიკატორის სიგნალების სხვაგვარ ნაირსახეობას, რომლის დროსაც ინდიკატორ Momentum-ს განიხილავენ, როგორც ოსცილატორს. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, გაყიდვის სიგნალი შესაძლებელია იყოს სიტუაცია, როდესაც ინდიკატორის გრაფიკი, საკუთარი ლოკალური მაქსიმუმიდან აიწევს მნიშვნელოვან სიმაღლეზე და დაეშვება საპირისპირო მიმართულებით. შესაბამისად სიტუაცია, როდესაც ინდიკატორის გრაფიკი მიაღწევს საკუთარ ლოკალურ მნიშვნელობას და შემობრუნდება და გააგრძელებს მოძრაობას ზემოთ, შესაძლებელია ჩაითვალოს, როგორც ყიდვის სიგნალი.

აღსანიშნავია, რომ ინდიკატორს Momentum, სხვა ოსცილატორებისგან განსხვავებით, არ აქვს გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის ზონები. ინდიკატორის კონტექსტში ისინი ძალიან ძლიერად არიან დამოკიდებულნი ფინანსური ინსტრუმენტის უკვე განვლილ ფასებზე. ამიტომ, გაჯერებული ყიდვისა და გაჯერებული გაყიდვის ზონებად განისაზღვრება ლოკალური მინიმუმები და ლოკალური მაქსიმუმები, ყოველ კონკრეტულ დროის დიაპაზონში.

ინდიკატორის Momentum-ისგან სიგნალების მიღების ყველაზე გავრცელებული მეთოდია დევერგენციის ანალიზი (ფასის გრაფიკისა და ინდიკატორის გრაფიკის ქცევის შეუსაბამობა). თუ ფასი გრაფიკზე ქმნის თანამიმდევრულ აღმავალ მაქსიმუმებს, ხოლო ინდიკატორი Momentum-ის გრაფიკი არ ქმნის ახალ მაქსიმუმს და მასზე გამოისახება ვარდნა, მაშასადამე ბაზარზე ფორმირდება დივერგენცია, რომელიც შესაძლებელია ჩაითვალოს მიმდინარე ტენდენციის, ან როგორც მინიმუმ ფასის მოძრაობის კორექციის, კარგ მიმანიშნებლად.

ქვემოთ წარმოდგენილ სურათზე ნაჩვენებია დივერგენციის მაგალითი, როდესაც ინდიკატორმა Momentum-მა მოგვცა გაყიდვის კარგი სიგნალი. შეუსაბამობის გამოვლენის მომენტში (ფასის გრაფიკმა მიაღწია ახალ ლოკალურ მაქსიმუმს, ხოლო ინდიკატორის გრაფიკი საპირისპირო, კლების მიმართულებით დაეშვა). ყიდვის სასიგნალო დივერგენცია წარმოიშვება ანალოგიურად, ოღონდ საპირისპირო სიზუსტით.

ინდიკატორი Momentum

ინდიკატორ Momentum-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლია, მისი სწრაფი ცვლილება, ბაზარზე ახალი ფასების გამოჩენისას, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მიმდინარე ფასებისგან. ფორექსის ბაზარზე ფასების დიდი ვოლატილობა იძლევა ინდიკატორის არასტაბილურ რეზულტატებს. ამიტომ, Momentum-ის გამოყენება, უფრო ეფექტურია მშვიდ ბაზარზე, რომელიც ჰორიზონტალურ დიაპაზონში იმყოფება. ასეთ ვითარებაში ინდიკატორი იძლევა კარგ სიგნალებს ახალი ტენდენციების წარმოქმნის შესახებ. ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს დივერგენციაც, რომელიც ყველა ოსცილატორის ძირითად სასიგნალო გენერატორს წარმოადგენს.
***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.