ძირითადი ინფლაციური მაჩვენებლები

ძირითადი ინფლაციური მაჩვენებლები

ძირითადი ინფლაციური მაჩვენებლები, ისევე, როგორც სხვა ეკონომიკური მაჩვენებელი, გამოხატულია რიცხვითი მნიშვნელობით.

ინფლაციის მხოლოდ რიცხვითი მიშვნელობა გამოგვადგება ფორექსზე ვაჭრობის დროს, რათა შევძლოთ სავალუტო კოტირებების ცვლილებების პროგნოზირება. სტატიაში საუბარი გვექნება ინფლაციის მაჩვენებლბის შესახებ.

ძირითადი ინფლაციური მაჩვენებლებია
  • სამომხმარებლო ფასების ინდექსი (Consumer Price Index, CPI);
  • საწარმოო ფასების ინდექსი (Producer Price Index, PPI);

აღნიშნული მაჩვენებლები საშუალებას გვაძლევენ ინფლაციას შევხედოთ ორი მხრიდან – მომხმარებლის და მწარმოებლის მხრიდან. სამომხმარებლო ფასების ინდექსის CPI გაზომვისათვის შემოდის – ფიქსირებული სამომხმარებლო კალათის ცნება. კალათა მოიცავს, როგოც პროდუქციას, ასევე მომსახურებას, რომლებზეც არის მუდმივი მოთხოვნა. ამ კატეგორიაში შედის კვების პროდუქტები, ჩასაცმელი, საწვავი, სამედიცინო მომსახურება, სატრანსპორტო ხარჯები და სხვა. გარდა ამისა, CPI-ში შედის იმპორტულ პროდუქცია, მომსახურება და გადასახადები.

საბაზო სამომხმარებლო კალათის შეფასება ხდება ყოველთვიურად. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ახორციელებს დასაქმების სტატისტიკის ბიურო (The Bureau of Labor Statistics). სამომხმარებლო კალათის შემადგენლობის განსაზღვრა რთული ამოცანაა, ვინაიდან აღნიშნული შემადგენლობა დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მოსახლეობის ქცევის თავისებურებების სპეციფიკაზე. აშშ-ში საბაზო სამომხმარებლო კალათა გამოითვლება – 19 000 საცალო ვაჭრობის კომპანიისა და 57 000 შინამეურნეობის მონაცემების მიხედვით.

საბაზო სამომხმარებლო კალათაში შედის – დაახლოვებით 44 % საქონელი/პროდუქცია, ხოლო 56% მომსახურება. სტატისტიკა იკრიბება 85 ქალაქში და გასაშუალოება ხდება სპეციალური კოეფიცენტების გამოყენებით. მოსახლეობის ხარჯების სტრუქტურის კვლევების საფუძველზე, 10 წელიწადში ერთხელ ხდება კალათის შემადგენლობის გადანაწილება/განახლება.

CPI მაჩვენებელი ყოველი თვის მე-13 დღეს GMT 13:30 საათზე ქვეყნდება. პარამეტრი ასახავს განვლილი თვის მაჩვენებელს. აღნიშნული მაჩვენებლის დაანგარიშებისათვის, მიმდინარე პერიოდის სამომხმარებლო კალათის ფასი იყოფა განვლილი პერიოდის სამომხმარებლო კალათის ფასზე, რის შემდეგაც, მიღებულ მაჩვენებელს აკლდება ერთი (1), ხოლო თვით მაჩვენებელი გამოისახება პროცენტში. CPI დადებითი მაჩვენებელი მიუთითებს სამომხმარებლო კალათის ფასის ზრდაზე, ხოლო უარყოფითი მაჩვენებელი, პირიქით მიუთითებს სამომხმარებლო კალათის ფასის კლებაზე, რაც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკაში პრაქტიკულად არ ხდება.

სამომხმარებლო კალათის შემადგენლობიდან, ყველაზე მეტად ფასთა ცვლილებას ექვემდებარება კვების პროდუქტების და ენერგომატარებლების ფასები. ამიტომ CPI მაჩვენებელთნ ერთად ქვეყნდება CoreCPI მაჩვენებელი, რომელშიც სამომხმარებლო კალათის შემადგენლობიდან გამორიცხულია კვების პროდუქტები და ენერგომატარებლები.

მიჩნეულია, რომ CPI მაჩვენებელი, ქვეყანაში არსებული ინფლაციის რეალური მაჩვენებლისგან გარკვეული მეტობით განსხვავდება, რადგან გამოითვლება ფიქსირებული კალათის საფუძველზე და არ ითვალისწინებს ახალი პროდუქციებისა და მომსახურეობების სახეობების წარმოშობას, იგნორირებულია სეზონური ფასდაკლებები პროდუქციაზე და ეყრდნობა მხოლოდ გამყიდველების დეკლარირებულ ფასებს. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მაჩვენებელი ფართოდ გამოიყენება ფინანსური ანალიტიკოსების მიერ, ფორექსის ბაზარზე სავალუტო კურსების პროგნოზირების დროს.

თუ ეკონომიკა ვითარდება ნორმალური ტემპებით, მაშინ CPI ინდექსის ზრდა მეტყველებს ქვეყანაში ინფლაციის ზრდაზე, რამაც შესაძლებელია ცენტრალური ბანკის საპასუხო რეაქცია გამოიწვიოს. როგორც წესი, ასეთ ვითარებაში, ინფლაციის დონესთან დასაპირისპირებლად, ცენტრალური ბანკი ზრდის საპროცენტო განაკვეთს. განაკვეთის ზრდა იწვევს ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებას, შესაბამისად ნაციონალურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდას.

ეკონომიკის განვითარების ნორმალური პირობების დროს, CPI მაჩვენებელს და ნაციონალური ვალუტის კურსს გააჩნიათ პირდაპირი კორელაცია – მაჩვენებლის ზრდასთან ერთად იზრდება ვალუტის კურსიც. ეს მოვლენა განსაკუთრებით შესამნევია მაშინ, როდესაც CPI მაჩვენებელი მკვეთრად განსხვავდება მოსალოდნელი (პროგნოზირებული) მაჩვენებლისგან – ასეთ ვითარებაში ბაზრის რეაქცია მყისიერია. მაგრამ, არასტაბილური ეკონომიკის დროს, ინფლაციის სწრაფი ზრდა, ნაციონალური ეკონომიკის მიმართ, უცხოელი ინვესტორების მხრიდან, ნდობის ხარისხის კლებას და ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას იწვევს, შესაბამისად ნაციონალური ვალუტის კურსის ვარდნა ხდება.

CPI-ის მსგავსი თვისებების მატარებელია საწარმოო ფასების ინდექსი, PPI. იგი გამოხატავს პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე, მწარმოებლების ფასების საშუალო ცვლილებას. საწარმოო ფასების ინდექსი, PPI მოიცავს ორ შემადგენელს. ერთის მხრივ, მასში გათვალისწინებულია ნახევარფაბრიკატების და მაკომპლექტელებლების ფასები, ანუ ე.წ. წარმოების შესავალი პროცესის ფასები. მეორეს მხრივ, მასში გათვალისწინებულია მზა პროდუქციის ფასები, ანუ ე.წ. წარმოების გამოსავალი პროცესის ფასები. მწარმოებლების კალათის ფასი გამოითვლება 22 000 კომპანიის და 3 000 სახეობის პროდუქციის ბაზაზე. PPI მაჩევნებელი მოიცავს ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, საფეიქრო, სამთო მომპოვებელი, სატყეო და სამხედრო მრეწველობას.

აღსანიშნავია, რომ PPI მაჩვენებელი არ მოიცავს სერვისულ მომსახურეობას, მშენებლობას და იმპორტს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ფასები იმპორტულ პროდუქციაზე PPI მაჩვენებელში უშუალოდ არ მონაწილეობენ, მათ აქვთ არაპირდაპირი გავლენა მაკომპლექტელებლების და ნედლეულის ფასების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, PPI და CPI მთავარი განსხვავება იმაში მდგონარეობს, რომ PPI მაჩვენებელი ითვალისწინებს მხოლოდ პროდუქციას – საბითუმო რეალიზაციის დონეზე, მაგრამ არ ითვალისწინებს მომსახურებას.

PPI მაჩვენებელი გამოითვლება, CPI გამოთვლის ანალოგიური პრინციპით. მიმდინარე პერიოდის საბაზო კალათის ჯამური ფასი იყოფა განვლილი პერიოდის მაჩვენებელზე და მიღებულ მნიშვნელობას აკლდება ერთი (1). რეზულტატი გამოისახება პროცენტში. მაჩვენებელი შესაძლებელია იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. CPI მაჩვენებლისგან განსხვავებით, PPI მაჩველებელს აქვს შესამჩნევი ვარდნის პერიოდები, მაშინ როდესაც გამოქვეყნებული მაჩვენებლები უარყოფითია. PPI მაჩვენებელს და ნაციონალური ვალუტის კურსს გააჩნია პირდაპირი კორელაცია – მაჩვენებლის ზრდა, უმრავლეს შემთხვევაში იწვევს ნაციონალური ვალუტის კურსის ზრდას და პირიქით.

PPI-ის ზრდა იწვევს ხარჯვით ინფლაციას, რომელსაც, ფინანსური ანალიტიკოსების აზრით, გააჩნია უფრო ღრმა გავლენა ეკონომიკაზე, ვიდრე მოთხოვნის ინფლაციას, და უფრო დამღუპველად მოქმედებს მასზე. PPI მაჩვენებელი, CPI მაჩვენებელთან შედარებით უფრო წინმსწრებია, რადგან სამომხმარებლო ფასები შედარებით დაგვიანებით იზრდება, ვიდრე პროდუქციის რეალიზაციის საბითუმო ფასები. PPI მაჩვენებელი ქვეყნდება ყოველი თვის მე-11 დღეს, GMT 13:00 საათზე. პუბლიკაცია გვიჩვენებს განვლილი თვის მაჩვენებელს.

ისევე როგორც სამომხმარებლო ფასების ინდექსის შემთხვევაში, საწარმოო ფასების ინდექსი უფრო სანდოდ ითვლება, თუ მისი შემადგენლობიდან გამოვრიცხავთ კვების მრეწველობას და ენერგეტიკას. ასეთ მაჩვენებელს ეწოდება CorePP მაჩვენებელი და ქვეყნდება ძირითად მაჩვენებელთან ერთად.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.