ონლაინ ტრეიდინგი

ონლაინ ტრეიდინგი

ონლაინ ტრეიდინგი თნამედროვეობის თანმდევი, უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა. საქმიანი ადამიანების უმრავლესობა ოცნებობს იმაზე, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა თვითონ დაგეგმონ თავისი სამუშაო გრაფიკი, რათა შემდეგ საშუალება მიეცეთ თავისუფლად დაკავდნენ სხვა, მათთვის საყვარელი და სასურველი საქმით.

ალბათ დამეთანხმებით, სასიამოვნოა, როდესაც დილით, სამუშაო დღეს იწყებ საკუთარი შეხედულებისამებრ, ოჯახს და საკუთარ თავს ყურადღებას უთმობ შეუზღუდავად, დასასვენებლად მიდიხარ მაშინ, როდესაც ამის სურვილი გიჩნდება, არ გადგას თავზე უფროსი და არ გიბურღავს ტვინს, არ გყავს ხელქვეითი, რომელსაც შენგან მუდმივი კონტროლი სჭირდება და ა.შ. ყოველივე ხსენებულის მოცემა შეუძლია ონლაინ ტრეიდინგს.

ონლაინ ტრეიდინგი – არის მუშაობა ბირჟაზე, რომელიც ხორციელდება კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით. ამასთან ერთად, არ აქვს მნიშვნელობა დედამიწის რომელ წერტილში იმყოფება ტრეიდერი თავისი კომპიუტერით.

ინტერნეტ სივრცეში შეგიძლიათ წაიკითხოთ უამრავი ნეგატიური ინფორმაცია ფორექსზე ვაჭრობის შესახებ, თუმცა ნეგატიურ მომენტებთან დაკავშირებით არც ისე მარტივადაა საქმე.

ონლაინ ტრეიდინგი მაგალითები

მოვიყვან ორ მაგალითს ტრეიდერული გამოცდილებიდან:

სავალუტო გრაფიკის ტექნიკური ანალიზის გათვალისწინებით აშკარად ჩანდა, რომ სავალუტო წყვილის კურსი ზემოთ აიწევდა, რაზეც დავდე კიდეც ორდერი. დაახლოვებით 55 წუთში კურსმა 447 პუნქტით მოიმატა და მეც დავაფიქსირე მოგება. ვინაიდან იმ დღეს აღარ მივაჭრია, მაშასადამე ჩემმა სამუშაო დრომ სულ რაღაც 55 წუთი შეადგინა.

მე მოვიყვანე მომგებიანი ვაჭრობის ყველაზე კარგი მაგალითი, თუმცა მქონია კატასტროფული შედეგიც. ასე მაგალითად, თავდაპირველად მომგებიანმა პოზიციამ, რომელიც სამწუხაროდ არ მქონდა დაცული, გერმანიის კანცლერის ერთმა განცხადებამ კატასტროფული შედეგი მოუტანა ჩემს დეპოზიტს.

ანუ ონლაინ ტრეიდინგის დროს როგორც მოგება, ასევე წაგება სავალუტო ბაზარზე მუშაობის თანმდევი მოვლენებია.

არ დაუჯეროთ იმათ ვინც ამბობს, რომ ტრეიდინგი იოლი საქმეა. სულაც არ არის რთული ორდერების გახსნის ტექნიკური მომენტების შესწავლა, ყველაზე რთულია ვაჭრობა – სტაბილური მოგების მიღებით. ამიტომ, თუ თქვენ ელოდებით სწრაფ რეზულტატს, მაშინ უმჯობესია დახუროთ ეს საიტი და რაიმე სხვა საქმიანობას შეეჭიდოთ. თუმცა წარმატებულ ტრეიდერად ჩამოყალიბებისთვის არც აკადემიური ეკონიკური, ან საფინანსო განათლება არის საჭირო.

რას წარმოადგენს ონლაინ ტრეიდინგი:
  • ვაჭრობისათვის საჭიროა კომპიუტერი და ინტერნეტი, კომპიუტერის შესაბამისი პარამეტრები აღწერილია შესაბამის სტატიაში – კომპიუტერი ფორექსისათვის;
  • მუშაობა მიმდინარეობს სპეციალური პროგრამის – ტრეიდერის სავაჭრო ტერმინალის მეშვეობით. რომელთა უმრავლესობა უფასოა და შეგიძლიათ საბროკერო კომპანიის საიტიდან ჩამოტვირთვა;
  • სავალუტო ბაზარსა და ინვესტორს შორის შუამავალია სადილინგო ცენტრი, სადაც უნდა გაიაროთ რეგისტრაცია და გახსნათ ანგარიში;
შემოსავალი წარმოიქმნება ვალუტების კურსების (ან სხვა ინსტრუმენტების: ოქრო, აქციები, ობლიგაციები და ა.შ.) ცვლილების (რყევების) ხარჯზე. ვაჭრობის ალგორითმი მარტივი და ვაჭრობის ყველა სფეროსთვის ანალოგიურია. აქტივი (ვალუტა, ოქრო და ა.შ.) უნდა ვიყიდოთ იაფად და უნდა გავყიდოთ ძვირად, ან პირიქით გავყიდოთ ძვირად და დაველოდოთ სანამ კურსი დაეცემა და დავხუროთ ორდერი ყიდვით – უფრო დაბალ ფასად.
როგორ დავიწყოთ ონლაინ ტრეიდინგი:

თავდაპირველად უნდა აირჩიოთ ფორექსის ბროკერი, რომლის მეშვეობითაც ივაჭრებთ სავალუტო ბაზარზე და გახსნათ მასთან დემო (ვირტუალური) ანგარიში. ამის შემდეგ შეისწავლეთ ფორექსის თეორიული და პრაქტიკული საკითხები, რომლებიც საიტზე გამოქვეყნებულ სტატიებშია.

უკვე მოგვიანებით, შესაბამისი უნარ-ჩვევების შეძენის შემდეგ, შეგიძლიათ მოსინჯოთ ძალები რეალურ ანგარიშებზე ვაჭრობითაც, ოღონდ მცირე თანხებით (ცენტურ ანგარიშებზე), მაგრამ პარალელურად აუცილებლად გააგრძელეთ ფორექსის ონაინ ტრეიდინგის საფუძვლების შესწავლა.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეები

არსებობს ტრეიდინგის ძირითადი საფრთხეების ცნება. დამწყები ტრეიდერების უმრავლესობას, რომლებიც ზერელედ ეკიდებინ ფორექსს, წარმოდგენა არ აქვთ, …