ფინანსური ბაზრის ანალიზის სახეობები

ფინანსური ბაზრის ანალიზის სახეობები

ერთ-ერთ სტატიაში ჩვენ ერთმანეთს შევადარეთ ფორექსი და კაზინო. კაზინოში ადამიანი თამაშობს თავისთვის ყოველთვის წამგებიან პირობებში – მოგების ალბათობა ყოველთვის კაზინოს მხარეზეა. ფორექსში ვითარება საპიროსპიროა – მოგების ალბათობის კონტროლირება ყოველთვის შესაძლებელია, იმ შემთხვევაში თუ ვიყენებთ საბაზრო ანალიზის ინსტრუმენტებს.

ამრიგად შესაძლებელია ვაჭრობის სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მოგვიტანს სტაბილურ შემოსავალს. ამიტომ, სანამ დაიწყებთ ვაჭრობას ფორექსზე რეალურ ფულით, საფუძვლიანად შეისწავლეთ ამ საიტის, მათ შორის ამ რუბრიკის მასალები, მიღებული ცოდნის გამოყენებით ივარჯიშეთ ვირტუალურ ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც იგრძნობთ ბაზარს, და გაერრკვევით იმ ძალებში, რომლებიც ბაზრის მოძრაობას უზრუნველყოფენ, თქვენ შეძლებთ საკუთარი კაპიტალის შექმნას ფორექსის მეშვეობით. მაგრამ, ვაჭრობისადმი გაუაზრებელი მიდგომა ფორექსს გადააქცევს რულეტკაზე თამაშის მსგავს გასართობად – თქვენ ან გამოიცნობთ კურსის მოძრაობას ან არა. ზოგს შეიძლება მოეჩვენოს, რომ ასეთ შემთხვევაში მოგების ალბათობა 50/50, მაგრამ პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ გააზრებული და სისტემატიზირებული მიდგომის გარეშე, ტრეიდერს ფინანსურ ბაზრებზე წარმატების არავითარი შანსი არ აქვს.

ფინანსური ბაზრის ანალიზის სახეობებია
  • ტექნიკური ანალიზი;
  • ფუნდამენტალური ანალიზი.

ანალიზის აღნიშნული სახეობები წარმატებით გამოიყენება, როგორც სპოტურ სავალუტო ბაზარზე, ასევე აქციების, ფიუჩერსებისა და ოფციონების ბაზრებზეც. ზოგიერთ ლიტერატურაში ცალკე გამოყოფილია ანალიზის სხვა სახეობებიც: ალბათობის ანალიზი და ფსიქოლოგიური ანალიზი. თუმცა თუ ჩავუღრმავდებით, ისინი, არის არც მეტი არც ნაკლები ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის ქვესახეობებია, რადგან ალბათობა და ფსიქოლოგია უკვე გათვალისწინებულია ტექნიკურ და ფუნდამენტალურ ინსტრუმენტებში.

ტექნიკური ანალიზი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ისტორიას აქვს გამეორების თვისება.

ითვლება, რომ სავალუტო კურსის ცვლილების მექანიზმი წინასწარ არის განსაზღვრული და მისი გამოთვლა შესაძლებელია რეტროსპექტიული მონაცემების ანალიზით (გასული პერიოდების მონაცემების ანალიზით). ტრეიდერი, რომელიც იყენებს ტექნიკურ ანალიზს, აგებს გასული პერიოდის სავალუტო ცვლილებების გრაფიკებს. მათზე ხაზავს სხვადასხვა წრფეებს და ფიგურებს, ინდიკატორების მეშვეობით აწარმოებს მათემატიკურ გამოთვლებს, სწორედ მათი საშუალებით განსაზღვრავს რომელი მიმართულებით წავა ფასი და უფრო მეტად რა ალბათობითაა შესაძლებელი ვალუტის კურსის ცვლილება. ტექნიკური ანალიზის ძირითადი მიზანია ტრენდის მიმართულების დადგენა, ანუ ვალუტის კურსის ტენდენციის ცლილება (ზრდა ან კლება). ინგლისურენოვან ლიტერატურაში ხშირად გამოიყენება ფრაზა «The trend is your friend» (ტრენდი – შენი მეგობარია). ეს არის მართებული ფრაზა, ვინაიდან ტრენდის სწორად განსაზღვრის ცოდნა თქვენ გაქცევთ წარმატებულ ტრეიდერად.

ფუნდამენტალური ანალიზი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განსაზღვრავს მისი ნაციონალური ვალუტის კურსს ფორექსზე.

რაც უფრო კარგია ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, მით უფრო მაღალია მისი ნაციონალური ვალუტის კურსი და პირიქით. ამიტომ გრძელი ან მოკლე სავაჭრო პოზიციის გახსნამდე, ხდება გამოქვეყნებული საფინანსო მაჩვენებლების ანალიზი (ინფლაციის დონე, საპროცენტო განაკვეთი, საგადასახადო ბალანსი და სხვა.), ასევე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური სიახლეების ანალიზი.

ფორექსის ანალიზისა და პროგნოზირების სფეროში არიან ცალ-ცალკე ამ ორი მეთოდის, როგორც მიწინააღმდეგეები, ასევე თაყვანისმცემლები. ზოგი ტრეიდერი პრაქტიკაში ხმარობს მხოლოდ გრაფიკებსა და ტექნიკური ანალიზის ინდიკატორებს, ხოლო ფუნდამენტალურ ანალიზს საერთოდ უგულველყოფს. ზოგი ტრეიდერი კი პირიქით, პრაქტიკაში იყენებს მხოლოდ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სიახლეებს (მაჩვენებლებს), ხოლო ტექნიკურ ანალიზს უგულველყოფს. ერთნიც და მეორენიც ცდებიან, ვინაიდან ფორექსზე წარმატებული ვაჭრობა შესაძლებელია მხოლოდ, ამ ორი ანალიზის სახეობის კომბინირებული გამოყენებით, რის შედეგადაც შეიქმნება ერთიანი სავაჭრო სტრატეგია. ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის სახეობები შესაძლებელია შევადაროთ ინ და იანის ჩინურ ფილოსოფიასაც.

ფინანსური ბაზრის ანალიზის სახეობები

ფინანსურ ბაზრებზე ზემოქმედების მქონე ისეთმა მოვლენებმა როგორებიცაა, სტიქიური უბედურებები, ტერაქტები, ძირითადი ფინანსური სიახლეების მაჩვენებლების პუბლიკაციები, რომლებიც განსხვავდება მოსალოდნელი მაჩვენებლებისგან – შესაძლებელია საერთოდ გააკოტროს მხოლოდ ტექნიკური ანალიზის მომხრე ტრეიდერები. ვინაიდან ამგვარ მოვლენებს შეუძლია ვალუტის კურსის შემობრუნება, ისე, რომ ამ მოძრაობას ვერ განჭვრეტს ვერცერთი ტექნიკური ინდიკატორი. ხოლო, მხოლოდ ფუნდამენტალური ანალიზის მომხრე ტრეიდერები ხშირად მოხვდებიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც მსოფლიო ეკონომიკური სიახლეების დაბალი აქტიურობის ფონზე, ვალუტის კურსები მაინც იმოძრავებენ, ვინაიდან მსოფლიოში, მიუხედავად ყველაფრისა ვალუტის ყიდვა-გაყიდვა განუწყვეტლივად მიმდინარეობს.

ამრიგად, ფორექსზე წარმატების ერთადერთი გზა არის ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზის კომბინირება. ვალუტის კურსის პროგნოზირებისათვის ააგეთ გრაფიკები, დახაზეთ წრფეები, გამოიყენეთ სხვადასხვა ინდიკატორები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ მსოფლიოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სიახლეებზე თვალყურის დევნება.

ფორექსის ბაზარზე არსებობენ სხვადასხვა აქტიურობის მქონე ტრეიდერები. ზოგი, მოკლევადიან პერიოდში, ფასის მომგებიანი რყევის “დასაჭერად” პოზიციებს ხსნის და ხურავს ყოველ საათში. ზოგი პოზიციას ხსნის იმ გათვლით, რომ დახურავს მას რამდენიმე კვირის, თუნდაც თვის შემდგომ – ეს როცა საუბარი ეხება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებს. ტექნიკური ანალიზი გამოსადეგია მოკლევადიანი და საშუალოვადიანი ვაჭრობისათვის. გრძელვადიანი ვაჭრობის დროს აუცილებელია ფუნდამენტალური ანალიზის მეთოდების გათვალისწინება, ვინაიდან დროის დოდ მონაკვეთებში, მსოფლიოში ხდება დიდი რაოდენობის მოვლენები, რომლებსაც რადიკალურად შეუძლიათ შეცვალონ ამა, თუ იმ სავალუტო წყვილზე გაბატონებული ტრენდი.

ამ რუბრიკაში ვრცლად იქნება განხილული ტექნიკური და ფუნდამენტალური ანალიზი. განვიხილავთ გრაფიკების ძირითად სახეებს, ფიგურებს, ინდიკატორებს და საფინანსო მაჩვენებლებს. ამ და საიტზე გამოქვეყნებული მასალების შესწავლის შემდგომ თქვენ შეძლებთ ფორექსზე ვალუტის კურსის პროგნოზირებას, რითიც კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამთ წარმატებული ტრეიდერის ჩამოყალიბების გზაზე.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

შრომის ბაზრის ინდიკატორები

შრომის ბაზრის ინდიკატორები

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს წარმოადგენს შრომის ბაზრის ინდიკატორები, რომლებსაც ეთმობა დიდი ყურადღება.