ჩინური იუანი USD/CNY - USD/CNH

ჩინური იუანი USD/CNY და USD/CNH

სულ უფრო მეტი ფორექს ბროკერის სავაჭრო ინსტრუმენტი გახდა და ხდება  აშშ დოლარი / ჩინური იუანი. ეს განპირობებულია ტრეიდერთა მზარდი ინტერესით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ჩინეთის ეკონომიკა სიდიდით ჯერ-ჯერობით მეორეა მსოფლიოში იმ მზარდი პერსპექტივით, რომ მომდევნო ათწლეულში პირველ ადგილზე გადაინაცვლებს.

ჩინეთს აქვს  განვითარებული ეკონომიკა. სხვადასხვა კომპანიების უზარმაზარი საწარმოო ობიექტები მდებარეობს ჩინეთში, ამიტომაც ძალიან დიდი თანხების კონვერტირება ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ვალუტებიდან.

ჩინურ იუანს თავად ჩინეთში რენმინბის უწოდებენ (Renminbi). თარგმანში “ხალხის ფული”. თუმცა, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ვალუტას ჩინურ იუანს უწოდებენ.

ჩინური ვალუტის საპროცენტო განაკვეთს, მის კურსს და ზოგადად  მიმოქცევას აკონტროლებს ჩინეთის ცენტრალური ბანკი, რომელსაც ჩინეთის სახალხო ბანკი ეწოდება People`s Bank of China,  შემოკლებით PboC >>> ოფიციალური საიტი.

USD/CNY კურსი ყალიბდება ე.წ. ფიქსინგის გზით. ყოველდღიურად ჩინეთის სახალხო ბანკი აქვეყნებს ცენტრალურ პარიტეტულ განაკვეთს Central Parity Rate. ეს არის რეკომენდებული ფასის მნიშვნელობა ჩინეთის იუანის გაცვლითი კურსისთვის სხვა ვალუტებთან მიმართებაში.

ამ პარიტეტის გამო ფასი ვერ იმოძრავებს ამ მნიშვნელობის ზემოთ ან ქვემოთ 2%-ზე მეტი სიდიდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი იწყებს სიტუაციაში დამასტაბილურებელ ინტერვენციულ ჩარევას იუანის ყიდვის ან გაყიდვის მეშვეობით. ანუ, ცენტრალური ბანკის დაფიქსირებული კურსის მიხედვით დიაპაზონი + 2% და -2%-ია.

ზოგადად იუანის კურსის ფორმირება რთული თემაა და სახელმწიფო საიდუმლოსაც წარმოადგენს. ეს კეთდება იმისთვის, რომ კურსი მუდამ კონტროლირებად ჩარჩოში/დიაპაზონში იყოს.

ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე სავალუტო კურსების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია საიტზე >>>

ამ საიტის პრაქტიკული გამოყენება შესაძლებელია შემდეგნაირად. მაშასადამე ჩვენ ვიცით, რომ იუანის ფასი 2%-ზე მეტით ვერც გაიზრდება და ვერც შემცირდება, ვინაიდან როგორც აღვნიშნე ფასის ამ დიაპაზონიდან გასვლის შემდეგ ჩინეთის სახალხო ბანკი სავალუტო ინტერვენციას განახორციელებს.

ხაზს ვუსვამ, ზემოთ ხსენებული არის რეკომენდაცია სავალუტო წყვილისთვის USD/CNY.

ბროკერებთან, სადაც ივაჭრება ჩინური იუანი, ვებ პლატფორმებზე და კომპიუტერულ ტერმინალებში ჩინური იუანი დაჯგუფებულია ე.წ. ეგზოტიკური სავალუტო წყვილების სიაში –  „Exotics“.  ამ ჩანართში ვიპოვით სავალუტო წყვილს USD/CNH. ანუ ბროკერთან ვივაჭრებთ სავალუტო წყვილზე USD/CNH. მაშინ რა შუაშია USD/CNY?

CNH და CNY ორივე ჩინური ვალუტაა და მათ გააჩნიათ განსხვავებები, მათ შორის სიმბოლოებში – ვალუტის დასახელების დაბოლოებაში „H“ და „Y“.

საქმე იმაშია, რომ როგორც წესი USD/CNY ივაჭრება ქვეყნის შიგნით, ხოლო USD/CNH ივაჭრება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, უმთავრესად ჰონკონგში. მათი  კურსები მცირედით განსხვავებულია და ძირითადად 15-20 პუნქტის ფარგლებშია. ორივე წყვილის კურსი ძირითადად კორელირებულია.

მათი მთავარი განსხვავება არის ის, რომ ჩინეთის სახალხო ბანკი ვერ აკონტროლებს USD/CNH კურსს. ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შეუძლია ზეგავლენა მხოლოდ USD/CNY-ზე. მაგრამ ვინაიდან ისინი ერთმანეთთან კორელირებულია, სპეკულანტები/ტრეიდერები აკვირდებიან USD/CNY-ის კურსს და ამ დაკვირვების შედეგად იღებენ სავაჭრო გადაწყვეტილებებს.

ამიტომ, 2% -ანი დიაპაზონის წესი ასევე მართებულია USD/CNH სავალუტო წყვილისთვისაც.

Central Parity Rate – ეს არის უკანასკნელი დღეების კურსის გაშუალებული მნიშვნელობა. ჩინეთის ცენტრალური ბანკი ამ ციფრს ჰაერიდან ვერ აიღებს. და არსებული წესის თანახმად, ფასი 2%-იან საზღვარს ზემოთ და ქვემოთ ვერ გასცდება.

USD/CNH არის იუანის ოფშორული ვერსია და იგი ივაჭრება 2010 წლიდან, ამიტომ 2010 წლის ქვემოთ მონაცემები არ არსებობს.

გეოგრაფიული თვალსაზრისით ადვილი მისახვედრია, რომ USD/CNH აქტიური სავაჭრო პერიოდი აზიურ სესიაზე მოდის – ევროპული სესიის დაწყებამდე.

თაიმ ფრეიმის თვალსაზრისით რეკომენდებულია H1 და ზემოთ პერიოდები.

სავალუტო წყვილს საკმაოდ მაღალი სპრედი ახასიათებს 10 პუნქტი +.

რაც შესაბამისად სკალპინგისთვის გამორიცხული თუ არა, საკმაოდ არაკომფორტულია. ხოლო პუნქტის ფასი დაბალია ვიდრე სხვა სავალუტო წყვილებს აქვთ.

ასევე მაღალია სვოპის მაჩვენებელი, ამიტომ უმჯობესია შიდა დღიური ტრეიდინგი, როდესაც პოზიციის არსებობის ხანგძლივობა სასურველია არ აღემატებოდეს რამდენიმე საათს.

ჩემი გამოცდილებით, ამ წყვილზე კარგად მუშაობენ ე.წ. სასესიო/პერიოდული ყუთების, სატრენდო არხის ან ფასური დონის გარღვევის სტრატეგიები. ერთ საათიან გრაფიკზე გადადებული ორდერების განთავსებით, განსაკუთრებით აზიის სესიის დაწყებამდე.

ჩინური იუანი USD/CNY - USD/CNH

დასკვნის სახით შესაძლებელია ითქვას, რომ USD/CNH საკმაოდ საინტერესო, პერსპექტიული და რენტაბელური სავალუტო წყვილია.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები

პოპულარული სავალუტო წყვილები ყველაზე მიმზიდველი სავაჭრო ინსტრუმენტებია ფორექსზე. სავალუტო წყვილის არჩევა მნიშვნელოვანი საკითხია. წყვილზე ვაჭრობის …