ყველაზე აუცილებელი ტერმინები

ყველაზე აუცილებელი ტერმინები

საბირჟო თემატიკის ლექსიკონი შეიცავს უამრავ ტერმინს, რომელთაგან უმრავლესობა, ტრეიდერული კარიერის განმავლობაში არასოდეს დაგჭირდებათ.

უსარგებლო ტერმინების დაზეპირება, რომლებიც არ გამოგადგებათ, მხოლოდ დროის დაკარგვად და ტვინის უსარგებლო ინფორმაციით გამოტენვად მიმაჩნია. ამიტომ საიტის რუბრიკაში ლექსიკონი მოცემულია მნიშვნელოვანი ტერმინების ვრცელი განმარტება. ხოლო ამ სტატიაში ჩამოთვლილი მაქვს ის, ყველაზე აუცილებელი ტერმინები, რომლებიც ფორექსის შესწავლის პირველსავე დღეს უნდა დაიზეპიროთ.

  • ასკ (ASK) – ვალუტის (ან სხვა ინსტრუმენტის) გაყიდვის ფასი. ამ ფასად იხსნება გრძელი პოზიციები. ფორმირდება საბროკერო კომპანიის მიერ;
  • ბიდ (BID) – ვალუტის (ან სხვა ინსტრუმენტის) ყიდვის ფასი. ამ ფასად იხსნება მოკლე პოზიციები. ანუ ის ფასი, რომლითაც შესაძლებელია ვალუტის გაყიდვა. ყოველთვის ასკ ფასზე ნაკლებია – სპრედის რაოდენობით. ფორმირდება საბროკერო კომპანიის მიერ;
  • სპრედი (Spread) – ყიდვისა და გაყიდვის ფასებს შორის სხვაობა, კომისიის ერთგარი სახეობა, რომელიც ფორმირდება საბროკერო კომპანიის მიერ დილინგის განხორციელებისათვის;
  • კოტირება – ჩანაწერი, რომლითაც გამოისახება აქტივის სახელწოდება (სავალუტო წყვილის, აქციის, მეტალის და ა.შ.) და ბაზარზე (ბირჟაზე) მისი გაყიდვის და ყიდვის მიმდინარე კურსი;
  • სავალუტო წყვილი – ურთიერთგაცვლის პროცესში მყოფი ორი ვალუტის შემოკლებული ჩანაწერი. მაგალითად: EUR/USD – ევრო იცვლება აშშ დოლარად;
  • საბაზო ვალუტა – კოტირებაში არსებული პირველი ვალუტა, რომელსაც ყიდულობენ ან ყიდიან. მისი ზრდა ან კლება განაპირობებს ტრენდს, რომელიც ვიზუალურად გამოისახება სავაჭრო ტერმინალის გრაფიკზე;
  • კოტირებული ვალუტა – კოტირებაში არსებული, ანუ სავაჭრო ოპერაციაში მონაწილე მეორე ვალუტა, რომელიც აფასებს პირველი ვალუტის (საბაზო ვალუტის) ღირებულებას. მაგალითად: ერთი ევრო ვიყიდეთ 1,35 აშშ დოლარად, მაშასადამე კოტირებული ვალუტა არის აშშ დოლარი;
  • პუნქტი, პიპსი – კოტირებაში არსებული ბოლო ციფრი, რომელიც გამოსახავს სავალუტო კურსის მინიმალურ ცვლილებას. მაგალითად: EUR/USD – 1,3571;
  • ლოტი – განსაზღვრავს ბაზარზე განხორციელებული სავაჭრო ოპერაციის სტანდარტულ მოცულობას და საბაზო ვალუტის 100 000 ერთეულის ტოლია. ტრეიდინგის დროს გამოიყენება მისი (ლოტის) წილადი ნაწილებიც;
  • საკრედიტო მხარი – ფუნქცია, რომლის მეშვეობითაც ტრეიდერს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სავაჭრო მოცულობა. არის, საბროკერო კომპანიის მიერ ტრეიდერისთვის მიცემული უპროცენტო კრედიტი. ჩანაწერით გამოისახება შემდეგნაირად, მაგალითად 1:100 (1:50, 1:200, 1:500 და ა.შ), სადაც 1 ერთეული საკუთარი თანხის სანაცვლოდ ტრეიდერი იღებს 100 ერთეულ სესხს. დეპოზიტზე არსებული 1 000 აშშ დოლარის თანხის შემთხვევაში, საკრედიტო მხარით 1:100, ტრეიდერი ვაჭრობის პროცესში ოპერირებს 100 000 აშშ დოლარის თანხით. საკრედიტო მხარის საგარანტიო უზრუნველყოფა ხდება დეპოზიტზე არსებული სახსრებით;
  • ფორექს ორდერი – ბრძანებები, რომლის მიხედვითაც, სავაჭრო ტერმინალის მეშვეობით ტრეიდერი ახორციელებს ყიდვის ან გაყიდვის სავაჭრო ოპერაციას. ბრძანება სრულდება ბროკერის მიერ – პროგრამული უზრუნველყოფის, ანუ სავაჭრო ტერმინალის, გავლით. ორდერების არსებობს – მომენტალური და გადადებული;
  • სავაჭრო (ტრეიდერის) ტერმინალი – პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ყველა სავაჭრო ოპერაცია ფორექსზე. ძირითადად, ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფა ვრცელდება უაფასოდ, შესაბამისი ბროკერის მიერ;
  • ფორექს ბროკერი, ან სადილინგო ცენტრი – კომპანია, რომელიც იძლევა შესაძლებლობას ვივაჭროთ სავალუტო ბაზარზე. არის მეკავშირე რგოლი ტრეიდერსა და სავალუტო ბაზარს შორის. სავალუტო ბაზარზე განათავსებს კლიენტების მოთხოვნებს. აგრეთვე ტრეიდერებს სთავაზობს სხვა სახის სერვისებს;
  • ტრეიდერი – ადამიანი, რომელიც ვაჭრობს სავალუტო ან სხვა სახის საფინანსო ბაზარზე;

როგორც ზემოთ ავღნიშნე, ეს არის ის ძირითადი ტერმინები, რომლებიც ტრეიდერმა ფორექსთან შეხების პირველსავე დღეს უნდა ისწავლოს. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფორექსის ცნებების შესახებ მიიღებთ ინფორმაციას რუბრიკებში – ლექსიკონი, ტერმინოლოგია და ძირითადი ცნებები.

***
***
***
***

ახალი სტატიების ელექტრონულ ფოსტაზე მისაღებად, ველებში ჩაწერეთ თქვენი სახელი და E-mail:

ჩვენ სპამს არ ვაგზავნით!

სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით

სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ:

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე

კროს კურსი ფორექსზე გულისხმობს სავალუტო წყვილს, რომელშიც არ არის აშშ დოლარი.