სავალუტო წყვილი EUR/JPY – შედის ფორექსის ბაზრის ყველაზე პოპულარული სავაჭრო ინსტრუმენტების სიაში. ასეთი პოპულარობა განპირობებულია იმით, რომ წყვილში შემავალი ვალუტები განეკუთვნებიან სხვადასხვა ეკონომიკურ ზონებს და თითოეული მათგანის კურსზე მოქმედებენ სრულიად განსხვავებული ფაქტორები.
სავალუტო წყვილი შედგება ორი, ძალიან პოპულარული ვალუტებისგან: ევრო – საბაზო ვალუტაა და სავაჭრო ოპერაციის განხორციელებისას მასზე ანგარიშდება ფორექს ლოტი; და იაპონური იენა – იგი გვიჩვენებს ერთი ერთეული ევროპული ვალუტის ფასს. ამ წყვილისთვის სპრედის რაოდენობა შედარებით დიდია და როგორც წესი 3-5 პუნქტის ფარგლებშია. ამის მიზეზი ის არის, რომ დაანგარიშება ხდება არა პირდაპირი შეფარდებით, არამედ კროს კურსის გამოყენებით აშშ დოლარის “შეამავლობით”. შედარებით მაღალი სპრედი ვაჭრობისათვის არავითარ შეფერხებას არ წარმოადგენს, რადგან წყვილს გააჩნია მაღალი ვოლატილობა და ტრენდის მიმართულების სწორად განსაზღვრისა და არჩევის შემთხვევაში ბროკერის სპრედი/საკომისიო გადასახადი სწრაფად იფარება მოგებით.
იაპონური იენის კურსზე გავლენას ახდენს შემდეგი ფაქტორები – იაპონური წარმოების მაღალტექნოლოგიურ პროდუქციაზე (კომპიუტერები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ) მოთხოვნის, აგრეთვე კვოტებისა და საექსპორტო გადასახადების ცვლილება განსაკუთრებით აშშ-ს მიმართულებით, იაპონიის ნაციონალური ბანკის ქმედება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიმართულია იენის კურსის კლების ღონისძიებების გატარებისაკენ, რათა მსოფლიო ბაზარზე იაპონური პროდუქციის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს.
აღნიშნული სავალუტო წყვილი ერთ-ერთი ყველაზე რთულად პროგნოზირებადი ფორექსის სავაჭრო ინსტრუმენტია, რადგან მის მიძრაობაზე ხშირად არასაბაზრო ფაქტორები მოქმედებენ. ამიტომ, რეკომენდებულია EUR/JPY-ს გამოყენება შიდადღიური, და არა ხანგრძლივ პერიოდიანი ვაჭრობისას. კარგი შედეგები გააჩნია ფუნდამენტალურ სიახლეებზე ვაჭრობის დროს.
იენა – საკმაოდ ბევრი სახელმწიფოსთვის სარეზერვო ვალუტას წარმოადგენს. მისი კურსი იზრდება, როდესაც ქვეყნდება ნეგატიური სიახლეები ევროსა და აშშ დოლართან დაკავშირებით. იენის მკვეთრი და ძლიერი გამყარების შემდეგ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ იაპონიის ნაციონალურმა ბანკმა შესაძლოა განახორციელოს ინტერვენცია ბაზარზე და შესაბამისად კურსი შემცირდეს. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უსიამოვნო სიურპრიზები, ამ წყვილზე ვაჭრობის დროს აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული სტოპ ლოსი, თუმცა მისი მნიშვნელობა 50-80 პუნქტი მაინც უნდა იყოს, ისევ და ისევ წყვილის ვოლატილობიდან გამომდინარე. ამასთან ერთად, ორდერის მოცულობა უნდა ფიქსირდებოდეს არა უმეტეს 20-30 პროცენტზე.
ტრენდის მოძრაობის დიაპაზონი საკმაოდ დიდია და იგი რამდენიმე ასეულ პუნქტსაც კი აღწევს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ერთ სავაჭრო სესიაზე 600 პუნქტიანი მოძრაობაც კი დაფიქსირებულა.
EUR/JPY სავალუტო წყვილისთვის, ბაზრის ყველაზე მეტი აქტიურობა აზიურ სავაჭრო სესიაზეა, განსაკუთრებით ევროპული და აზიური სავაჭრო სესიების პერიოდების გადაკვეთზე.
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ფინანსური აქტივების მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დროის პერიოდის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: ძირითადი ალგორითმის მიხედვით
სტრატეგიების კლასიფიკაცია: დამატებითი მახასიათებლების მიხედვით